გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსული კანონის წინააღმდეგ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 3 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
- 4 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 5 აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან ღამე გაათენეს
- 6 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
„სიტყვის თავისუფლებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოებისთვის, საქართველოში ყოველ ღამე ათასობით ადამიანი იღებს პროტესტში მონაწილეობას. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი წარმოადგენს ისტორიულ შესაძლებლობას. საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ“, - ნათქვამია სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში ხელმეორედ დააინიცირა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი, რომელიც ერთი წლის წინ, მრავალათასიანი საპროტესტო აქციების შედეგად უკან გაიწვია და პირობა დადო, რომ მას აღარასდროს მიიღებდა. რუსული კანონი უცხოეთის აგენტებად რეგისტრაციას ავალდებულებს დამოუკიდებელ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების საგრანტო მხარდაჭერით მუშაობენ და ხელისუფლება ან მასთან დაკავშირებული ჯგუფები ვერ აკონტროლებენ.
საქართველოს პარლამენტის 83 წევრმა, 17 აპრილს, რუსულ კანონს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი. მანამდე, 12 აპრილს, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრისას თქვა, რომ გერმანია, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი, ე.წ. აგენტების შესახებ კანონს ძალიან კრიტიკულად უყურებს. კანცლერმა გამოთქვა იმედი, რომ პარლამენტი მას არ მიიღებს.
რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები თბილისში, პარლამენტთან, 15 აპრილიდან მიმდინარეობს. ამის საპირისპიროდ, „ქართული ოცნება“ 29 აპრილს, რუსული კანონის მხარდასაჭერად „საყოველთაო სახალხო შეკრებას“ მართავს პარლამენტის შენობის წინ. აქციაში მონაწილეობას ავალდებულებენ საჯარო სამსახურებში დასაქმებულებს.
