2023 წელს გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 9399-მა მოქალაქემ მოითხოვა, მათგან 8414-მა პირველად, ხოლო 985-მა განმეორებით. მიგრაციის და ლტოლვილთა ფედერალური უწყების ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს საქართველოს 10 038 მოქალაქის განაცხადი იქნა განხილული, საიდანაც მხოლოდ 0.3% დაკმაყოფილდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
ლტოლვილის სამართლებრივი სტატუსი მიენიჭა 8 მოქალაქეს, დამატებითი დაცვა - ორს, ხოლო 21 მოქალაქის მიმართ დეპორტაციის აკრძალვა დადგინდა. მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი საქართველოს 7964 მოქალაქეს ეთქვა იმ საბაბით, რომ დაუსაბუთებელი ან უსაფუძვლო იყო. 2413 განაცხადთან დაკავშირებით ფორმალური გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
2023 წელს საქართველო მეექვსე ადგილზე იყო გერმანაში თავშესაფრის მაძიებელი უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობით. ხუთეულში მოხვდნენ სირია (104 561 მოქალაქის განაცხადი), თურქეთი (62 624), ავღანეთი (53 582), ერაყი (12 360) და ირანი (10 206), ხოლო საქართველოს მოსდევენ რუსეთი (9028), სომალი (5773), ერიტრეა (4230).
საერთო ჯამში, გასულ წელს გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გაიზარდა და ფედერალურმა უწყებამ იანვარ-დეკემბერში სულ 351 915 პირველადი და განმეორებითი განაცხადი მიიღო, რაც 2022 წელთან შედარებით (244 132 თავშესაფრის მოთხოვნა), 44.1%-იანი ზრდაა.
2023 წლის აგვისტოში, გერმანიამ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი მიანიჭა, ხოლო წლის ბოლოს ორ ქვეყანას შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელიც არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას ითვალისწინებს. 19 დეკემბერს, თბილისში ვიზიტით მყოფმა გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა, რომ ჩატარდება საინფორმაციო კამპანია, რათა საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ გერმანიაში თავშესაფრის მოპოვების დაბალი შანსების შესახებ.
