საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის ინფორმაციით, გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა, რაც სტუდენტთა მობილობასაც მოიცავს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი სუიციდის ვერსიას უარყოფს
- 5 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 6 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
„გერმანიის განათლებისა და კვლევის სამინისტრომ შეაჩერა გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება, სტუდენტების მობილობის, კვლევისა და ევროკავშირის პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის ჩათვლით, საქართველოს მიერ აკადემიური თავისუფლების შეზღუდვისა და ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების გამო.
ქართველებმა, რომლებიც გერმანულ უნივერსიტეტებში სწავლოდბნენ, ძირითადად გერმანული სტიპენდიებით, იციან დანაკარგის ფასი“, - წერს გერმანიის ელჩი პლატფორმა X-ზე.
მსგავსი გადაწყვეტილება, პიტერ ფიშერის თქმით, ჯერჯერობით არ შეხებია საქართველოს ამჟამინდელ დაფინანსებას, რომელიც თითქმის 1 მილიონ ევროს შეადგენს, ასევე, „გულუხვ სასტიპენდიო პროგრამებს“, მაგალითად, როგორიც გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სასტიპენდიო პროგრამაა.
„მაგრამ, სამწუხაროდ, გერმანია საქართველოსთან ურთიერთობის ყველა ასპექტის შემოწმებას და გადახედვას აწარმოებს“, - აღნიშნავს პეტერ ფიშერი.
