შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას შოვში, სტიქიის ზონაში, პოლიციელის გარდაცვალების შესახებ. შსს-ს ცნობით, გარდაცვლილი ამბროლაურის რაიონული საამართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელი, 1975 წელს დაბადებული მირიან ჭელიძეა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
- 5 მარნეულის მერის ძმა ბიზნესმენზე ჯგუფური თავდასხმის ბრალდებით დააკავეს
- 6 ირანის ელჩი: თუ რეგიონიდან იქნება ქმედება ჩვენ წინააღმდეგ, გვექნება რეაქცია
პოლიციის მაიორი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.
„იგი სტიქიური უბედურების ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მირიან ჭელიძის გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და თანამშრომლებს“, - ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პოლიციელის გარდაცვალების შესახებ ინფრომაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი გვერდის მიერ გავრცელდა. ადგილობრივების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერდნენ, რომ შოვიდან სოფელ ნაკიეთში ჩასულ პოლიციელს იქაური მაცხოვრებლის სახლის კართან გული გაუჩერდა.
მეოთხე დღეა კურორტ შოვის ტერიტორიაზე საძიებო-სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს. სამუშაოებში ჩართული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე- მაშველები, პოლიციის დანაყოფები, კინოლოგთა ჯგუფი, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
3 აგვისტოს კურორტის ტერიტორიაზე მოვარდნილმა ღვარცოფმა სულ მცირე 18 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 16 ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.
