კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველო“ მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით ყველა საარჩევნო უბანზე ვიდეოკამერებს დაამონტაჟებს. ამის შესახებ კოლაციისა და ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის, „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 ირაკლი რუხაძის თქმით, ტელეკომპანია „იმედი“ გაყიდა
კუპრაძის თქმით, ვიდეოკამერებით აღწერენ „რეალურ გაყალბებას, რასაც ბიძინა ივანიშვილი აპირებს“.
„2024 წელს 20-მა პროდასავლურმა პარტიამ რაც ვერ შეძლო, რომ დაეყენებინა კამერები ან გამოგვეთხოვა სამაგიდო სიები, ახლა ჩვენ, ერთი პოლიტიკური პარტია ვახერხებთ ამას. თბილისის ყველა საარჩევნო უბანზე იქნება დამონტაჟებული ვიდეოკამერები, რაც სრულყოფილად აღწერს ყველა იმ პირს, რომელიც საარჩევნო უბანზე შევა.
აბა, გაბედოს ვინმემ, რომ სხვადასხვა უბანზე შევიდეს. აბა, გაბედოს ვინმემ, რომ შევიდეს ისეთ საარჩევნო უბანზე, სადაც რეგისტრირებული არ არის. ყველას ჩანაწერი ფიზიკურად გვექნება ჩვენ და სისხლის სამართლის ბრალდებით დაისჯებიან ის პირები, რომლებიც შევლენ იმ საარჩევნო უბანზე, სადაც არ არიან ჩაწერილი, შევლენ იმ საარჩევნო უბანზე, სადაც ერთხელ უკვე ნაყოფი არიან.
გაყალბების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას ვაპირებთ და დარწმუნებული ვარ, ამას შევძლებთ“, - უთხრა კუპრაძემ ჟურნალისტებს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელსაც პროდასავლური ოპოზიციური პარტიების უმეტესობა ბოიკოტს უცხადებს, 4 ოქტომბერს გაიმართება. თბილისის მერობის კანდიდატად სულ 9 პირია რეგისტრირებული. მოქმედი მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, ზედიზედ მესამედ იყრის კენჭს.
რვა ოპოზიციური პარტიის ერთობლივი განცხადების მიხედვით, „ივანიშვილის რეჟიმი საქართველოში მორიგ რუსულ სპეცოპერაციას გეგმავს“ და „უსამართლობის დაკანონებაში“ ისინი მონაწილეობას არ მიიღებენ.
