რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოსთან „ჯანსაღი პრაგმატული თანამშრომლობის განვითარებისთვის“ მზად არის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 6 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
„რამდენადაც მახსოვს, ქართულმა მხარემ არაერთი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, თუ როგორ ხედავს რუსეთთან ურთიერთობების მომავალს. ჩვენ კვლავ მზად ვართ საქართველოსთან ჯანსაღი პრაგმატული თანამშრომლობის განვითარებისთვის იქ, სადაც ეს ორივე მხარისთვის სასარგებლოა და მზად ვართ თბილისთან ორმხრივი ნორმალიზაციის გზას გავყვეთ. ასე რომ, ზოგადად, თბილისზეა დამოკიდებული, თუ როგორი იქნება მათი შემდგომი ქმედებები“, - განაცხადა გალუზინმა პროპაგანდისულ მედიასაშუალება „იზვესტიასთან“.
„იზვესტიას“ სტატია სათაურით „პერსპექტივები და დაგეგმვა: რუსეთი ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ნაბიჯებს გადადგამს საქართველოსგან ელის“ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-17 წლისთავზე გამოქვეყნდა.
გამოცემა წერს, რომ რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების სრული ნორმალიზებითაა დაინტერესებული და პოლიტიკური დიალოგის აღდგენა ამიერკავკასიაში მის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად რჩება. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არ არსებობის მიუხედავად, ქვეყნებს შორის სავაჭრო კავშირები აქტიურად ვითარდება.
