რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განიხილოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების პოტენციური ეკონომიკური სარგებელი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 3 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 4 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
- 5 „პოლიციელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“ – შს მინისტრის მოადგილე გორში ძალადობაზე
- 6 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
„ვფიქრობ, რომ რუსეთთან თანამშრომლობა საქართველოს უპრეცედენტო ეკონომიკური აღდგენის ერთ-ერთი მთავარ ფაქტორს წარმოადგენს“, - თქვა გალუზინმა.
სახელმწიფო პროპაგანდისტულ მედიასთან ინტერვიუში, დიპლომატმა აღნიშნა, რომ ეკონიმიკური წარმატებები მკვეთრ კონტრასტშია პოლიტიკური დიალოგის არარსებობასთან.
„შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს, თუ რამდენად დიდი შედეგების მიღწევაა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების არსებობის პირობებში“, - განაცხადა გალუზინმა და დასძინა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი კვლავ საქართველოს საქმედ რჩება.
„ჩვენ მხოლოდ გვინდა, რომ თბილისში იცოდნენ: მოსკოვი ღიაა თანამშრომლობის გაფართოებისთვის იქ, სადაც მას ორმხრივი სარგებელი მოაქვს“.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანახმად, 2025 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ რეკორდულ 2.7 მილიარდ დოლარს მიაღწია.
„ჩვენს ბაზარზე მოდის ქართული ღვინის მარაგების ორი მესამედი, ალკოჰოლური სასმელების ნახევარზე მეტი, მინერალური წყლის 40% და ხილის 90%. რუსეთი, თავის მხრივ, საქართველოში ხორბლისა და ნავთობის წამყვანი მიმწოდებელია. მსგავსი სიტუაციაა საქართველოსთვის საკვანძო ტურიზმის ინდუსტრიაში - თითქმის ყოველი მეოთხე ტურისტი ჩვენი ქვეყნიდანაა“, - ხაზგასმით აღნიშნა გალუზინმა.
იმავე საინფორმაციო სააგენტოსთან ინტერვიუში მან თქვა, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ქვეყნის სუვერენიტეტის აღდგენისკენ ისწრაფვის და მოსკოვი გაგებით ეკიდება „თბილისის მცდელობებს, დაასრულოს გარე დიქტატები“.
