ეროვნული გალერეის კედელზე მხატვარ სანდრო სულაბერიძის მიერ გაკეთებული წარწერის გამო გამოფენის კურატორი, ქეთი შავგულიძე პოლიციაში დაიბარეს და გამოკითხეს. შავგულიძის თქმით, სამართალდამცავები დაინტერესდნენ, რა შეიძლებოდა ყოფილიყო არტისტის ქმედების მიზეზი, რომელმაც საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ნაცვლად კედელზე დატოვა წარწერა - „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 3 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 4 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 5 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
- 6 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 13 პირის ვინაობა ცნობილია
„პირველ რიგში კითხვა ჰქონდათ როგორ მოხდა ჩვენი კომუნიკაცია, საიდან ვიცნობთ მე და სანდრო ერთმანეთს, როგორ მოვემზადეთ გამოფენისთვის. რადგან კურატორი ვარ, არტისტთა სიაზე მე ვიღებ პასუხისმგებლობას, ჩემი შედგენილი იყო და სანდროც ჩემი გადაწყვეტილებით იყო სიაში. მკითხეს, სავარაუდო მიზეზი რა შეიძლება ყოფილიყო. სანდრომ მითხრა, რომ ამ გამოფენას ეს არ უკავშირდებოდა“, - თქვა „ტვ პირველის“ ეთერში ქეთი შავგულიძემ.
შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის განცხადებით, მხატვრის მიერ ეროვნული გალერეის დაზიანების შედეგები აღმოფხვრილია.
„4 თებერვალს, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ გალერეაში კულტურის ცენტრ „ათინათის“ გამოფენა „ავტოპორტრეტი სარკესთან“ გაიხსნა (კურატორი ქეთევან შავგულიძე). გამოფენის გახსნისას, გამოფენის ერთ-ერთმა მონაწილე მხატვარმა, სანდრო სულაბერიძემ, გამოფენაში მონაწილეობა გადაიფიქრა (კედლიდან საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა) და შესასხურებელი საღებავით წარწერა გააკეთა, რითაც დააზიანა ეროვნული გალერეის საგამოფენო სივრცის კედელი. ამ დროისთვის, „ათინათის” მიერ კედლის პირვანდელი იერსახე აღდგენილია და გამოფენა ნორმალურ პირობებში მიმდინარეობს“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ განუმარტავს სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლით დაიწყო გამოძიება მხატვრის მიერ გალერეის კედელზე წარწერის გაკეთების ფაქტზე.
კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ (2021 წლის მარტი) კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში რეორგანიზაცია და მასშტაბური ცვლილებები განხორციელდა, გაათავისუფლეს ათობით თანამშრომელი, რომლებიც ხელმძღვანელების მიმართ სრულ მორჩილებას არ გამოხატავდნენ.
