პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მხარდამჭერებს 25 ნოემბერს, 09:00 საათზე, რუსთაველის გამზრიზე აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს. ოპოზიციური პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პარლამენტი, რომელის ერთპარტიული შემადგენლობაც ხვალ უნდა შეიკრიბოს, ხალხის ნებას არ გამოხატავს,
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
„ხვალ საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის მხოლოდ ერთპარტიული შემადგენლობა შეიკრიბება, რომელსაც საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერა და ნდობა არ აქვს. ეს პარლამენტი ვერ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას!
ხვალინდელ სხდომას ასევე არ დაესწრენიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები! ამ პარლამენტს არც საერთაშორისო აღიარება აქვს!
ამიტომ, ხვალ ქართველი ხალხის მშვიდობიანი ხმა უნდა ისმოდეს საქართველოს პარლამენტთან და არა სხდომათა დარბაზში.
ქართველი ხალხის გაბრაზებული ხმა უნდა გავაგონოთ ყველას, ვინც ჩვენს მოქალაქეებს არჩევანი მოპარა და უნდა დავანახოთ ჩვენს საერთაშორისო მეგობრებს, თუ სად დგას ქართველი ხალხი და მათი ნება! ამიტომ, მოვუწოდებთ ჩვენი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერებს, ხვალ საქართველოს პარლამენტთან გამოვხატოთ მშვიდობიანი პროტესტი და ჩვენი მშვიდობიანი ხმა გავაგონოთ ყველას“, - ვკითხულობთ პარტიის განცხადებაში.
25 ნოემბერს „ქართული ოცნება“ პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებასა და მისი უფლებამოსილების ცნობას აპირებს ისე, რომ სხდომა, კონსტიტუციის შესაბამისად, პრეზიდენტს არ დაუნიშნია. პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებენ არც ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით არჩევნებში ბარიერი გადალახეს და არც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
ოპოზიციის წარმომადგენლები, მხარდამჭერებთან ერთად, პარლამენტის შენობის წინ კვირა საღამოდან იკრიბებიან და იქ აპირებენ ღამის გათევას.
შინაგან საქმეთა სამინისტრო საპროტესტო აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს აფრთხილებს, რომ პარლამენტის შენობის ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია, რომელიც 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
