გაეროს სპეციალური მომხსენებელი უფლებადამცველთა საკითხებში, მერი ლოულორი, შემაშფოთებელს უწოდებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ყოფილი სახალხო დამცველის (2012-2017 წლები) და „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ (DRI) ხელმძღვანელის, უჩა ნანუაშვილის გამოკითხვას. სუს-ის ინტერესი ნანუაშვილის მიმართ ეუთოს მოსკოვის მექანიზმთან მისმა თანამშრომლობამ გამოიწვია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე ძველი მანქანების იმპორტი აღარ აიკრძალება - განბაჟების ტარიფი 6-ჯერ იზრდება
- 2 კობახიძე ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას აანონსებს
- 3 მზია ამაღლობელის მესამე სარჩელი სტრასბურგში პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას ეხება
- 4 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
- 5 კობახიძე სტამბოლის კონვენციიდან შესაძლო გასვლაზე - მზად ვართ, ამ საკითხზე ვიმუშაოთ
- 6 მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ილია II-ის დაკრძალვაზე ჩამოვა
„შემაშფოთებელი ამბავი გავიგე - საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს და დაკითხეს ეუთოს ფაქტების დამდგენ მისიასთან თანამშრომლობაში მისი როლის გამო. ადამიანის უფლებათა დამცველები არ უნდა დაექვემდებარონ დაშინებასა და ანგარიშსწორებას საერთაშორისო უფლებადამცველ მექანიზმებთან თანამშრომლობისთვის“, - წერს გაეროს სპეციალური მომხსენებელი სოციალურ ქსელში.
სუს-ში უჩა ნანუაშვილის დაბარებას წინ უძღოდა ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული კრიტიკული ანგარიში, რომელშიც ხაზგასმულია, რომ 2024 წლის გაზაფხულიდან საქართველო დემოკრატიულ უკუსვლას განიცდის. პროფესორ პატრიცია გჟებიკის მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელიც 12 მარტს გამოქვეყნდა, ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული სტანდარტების სისტემატურ გაუარესებას აღწერს. ანგარიში მიუთითებს, რომ რომის სტატუტის ხელმომწერ სახელმწიფოებს შეუძლიათ განიხილონ საქართველოს საქმის გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC), პოლიტიკური დევნის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მზარდი შემთხვევების გათვალისწინებით.
ყოფილი სახალხო დამცველი სუს-მა 19 მარტს, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოჰკითხა. ნანუაშვილს ხელი მოაწერინეს გაუთქმელობის ვალდებულებაზე, რაც მას საქმის დეტალებზე საუბარს სამართლებრივად უკრძალავს.

თავად უჩა ნანუაშვილის განცხადებით, აბსურდულია, როდესაც უფლებადამცველს უსაფრთხოების სამსახურში იბარებენ მხოლოდ იმის გამო, რომ მან ეუთოს ექსპერტს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასა და კონკრეტულ საქმეებზე ინფორმაცია მიაწოდა. მან ხაზი გაუსვა, რომ
მოსკოვის მექანიზმის დოკუმენტის მე-6 მუხლი წევრ სახელმწიფოებს პირდაპირ ავალდებულებს, დაიცვან ყველა ის პირი თუ ორგანიზაცია, რომელიც ექსპერტთან თანამშრომლობს. ნანუაშვილის თქმით, საქართველოს მმართველი პირების ქმედებები ამ საერთაშორისო გარანტიას უხეშად არღვევს.
საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, Amnesty International-მა, უჩა ნანუაშვილის სუს-ში დაბარება „კუდიანებზე ნადირობას“ შეადარა. ორგანიზაციის განცხადებით, ეს არის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ დევნის საქართველოს ხელისუფლება მათ, ვინც ადამიანის უფლებების დარღვევებს ამხელს.
