დღეს, დილიდან პროკურატურის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა გაჩხრიკეს „ნანუკას ფონდის“, „ფროსფერითის“, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ის, „სირცხვილიას“ და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელების საცხოვრებელი სახლები.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 5 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 6 სუს-ის შენობასთან, მანქანაში, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის ცხედარი იპოვეს
ნანუკა ჟორჟოლიანის სახლს შვიდი საათის განმავლობაში ჩხრეკდნენ. როგორ ჟორჟოლიანმა მედიასთან თქვა, ელექტრონულ მოწყობილობებთან ერთად გაფუჭებული ტელეფონებიც წაიღეს.
„ეძებდნენ ფონდის დოკუმენტებს. ამოიღეს ჩემი შვილების ნათლობის და დაბადების დღის ვიდეოებიც. ისეთი ძველი ტელეფონებიც წაიღეს, რომლებიც არ ირთვება. ამოიღეს ე.წ. ფლეშკები. ‘
ჯერ ფონდი დააყადაღეს და ამით გვითხრეს, რომ გავჩერებულიყავით. არ შევჩერდით. ახლა მეორე ეტაპი იყო ჩხრეკაზე შემოსვლა. მე ხომ არ შევჩერდები?! შემდეგი ეტაპი იქნება, ბრალს წამიყენებენ. მერე ისევ არ შევჩერდები და ბოლოს მეტყვიან, თუ არ მოისვენებთ, ბორკილებს დაგადებთო“, - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
ჩხრეკა დასრულდა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დირექტორის ალეკო ცქიტიშვილის სახლშიც. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ორგანიზაციაა. ალეკო ცქიტიშვილის თქმით, დილით სამსახურში მიდიოდა, ავტობუსიდან ჩაიყვანეს, ქუჩაში გაჩხრიკეს და ტელეფონი ამოიღეს.
„პირადი ჩხრეკის პროცედურის დასრულების შემდეგ, გამაცნეს მოსამართლის მეორე განჩინება, რომელიც ეხებოდა სახლის ჩხრეკას. აქვე, გაჩერებიდან მოვედით და სახლიც ამის შემდეგ გაჩხრიკეს“, - აღნიშნა ალეკო ცქიტიშვილმა.
ჩხრეკა ჩატარდა მარიამ ბაჯელიძის, ლაშა არველაძის და გუგა ხელაიას სახლებშიც. ამოიღეს მობილური ტელეფონები და ლეპტოპები.
საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ ჩხრეკა საბოტაჟის მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა. როგორც ცნობილია, 17 მარტს ამავე გამოძიების ფარგლებში დააყადაღეს „ნანუკას ფონდის“, „ფროსფერითის“, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ს, „სირცხვილიას“ და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ საბანკო ანგარიშები.
პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული ფონდები „საზოგადოებრივი წესრიგის წინააღმდეგ ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებულ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს „ფინანსურად უზრუნველყოფდნენ და სამართალდამრღვევი პირებისათვის დაკისრებულ ადმინისტრაციულ ჯარიმებს იხდიდნენ“. ამ ფონდების მიმართ სისხლის სამართლის საქმე მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ საჩივრის საფუძველზე თებერვალში აღიძრა. მოძრაობის დამფუძნებლები არიან ვატო შაქარიშვილი, ბიძინა გიორგობიანი, ნანა კაკაბაძე, გელა ნიკოლაიშვილი და ლევან ნიკოლეიშვილი.
