მოტოციკლის მძღოლების დაჯარიმების შესახებ პოლიციელებზე Facebook-ში დაწერილი პოსტის გამო, რომელიც შეურაცხმყოფელ ლექსიკას შეიცავს, მწერალი ბექა ლოხიშვილი 15 დღით დააპატიმრეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 2 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
- 5 ზახაროვა თბილისში რუსული ენის დღის საპროტესტო აქციის მონაწილეების დასჯას ითხოვს
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმისწარმოება 23 აპრილს გამოქვეყნებული Facebook-პოსტის საფუძველზე დაიწყო. ლოხიშვილი თავის პოსტში აპროტესტებდა მოტოციკლის მძღოლების დაჯარიმებისა და ტრანსპორტის ჩამორთმევის პრაქტიკას. იგი პოლიციას „ტერორისტულ ორგანიზაციად“ მოიხსენიებდა და მათ თვითნებობაში სდებდა ბრალს.
„ადამიანებს ართმევენ მოტოციკლეტებს, თუ თვალში არ მოხვდებათ ტრ..ში ტყ..ის მოყვარულ პოლიციელებს, იმ კანონის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს „თვითნებურად“ გადაკეთებულ მოტოციკლეტს. ამ გაგებით კი ოფიციალურად აიკრძალა საქართველოში უამრავი სტილის მოტოციკლეტი, მაგალითად, ჩოპერის სტილის, რომლის დამამზადებელი ქარხანა დედამიწის ზურგზე არ არსებობს და რომელიც დასაწყისია დიდი მოტო კულტურის.
თუმცა დღეს საქმე სხვაგვარად არის. ვრცელდება ვიდეოები, სადაც ის მოტოციკლეტის მძღოლები ჯარიმდებიან, რომლებიც იქცევიან აბსოლუტურად კანონის ფარგლებში... როდესაც ბიჭები უკითხავენ და ანახებენ თავად კანონებს, პოლიციელები იღიმიან და თავს იყრუებენ, როგორც სურათში მოცემული ღორი. პოლიციელი არის ტერორისტი, რომელიც გამუდმებით ტ**ნაში უნდა ამყოფო, რომ გონს მოეგოს“.
ავტორმა „ტერორისტულ ორგანიზაციად“ ასევე მოიხსენია პარტია „ქართული ოცნება“.
1-ელ მაისს გამართულ სხდომაზე სასამართლომ სრულად გაიზიარა შსს-ს პოზიცია. ლოხიშვილის ქმედება დაკვალიფიცირდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის შეურაცხყოფას გულისხმობს.
173-ე მუხლი ითვალისწინებს პოლიციელის სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღვა-გინებას ან სხვა შეურაცხმყოფელ ქმედებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით 2 000-დან 5 000 ლარამდე ან ადმინისტრაციული პატიმრობით 60 დღემდე ვადით. იგივე ქმედების განმეორება სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევა.
სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში ყველაზე მკაცრი სანქცია გამოიყენა და მოქალაქეს 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.
