ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმამ 6 ქართულ დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციასთან დაკავშირებით პირველი დონის განგაშის სიგნალი ჩართო, რაც მოიცავს მედიის თავისუფლების ყველაზე მძიმე და საზიანო დარღვევებს, ისეთ ქმედებებს, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ან მძიმე გავლენას ახდენს მედიის თავისუფლებაზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 2 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 3 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 4 „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ დააკავეს
- 5 ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს და რუსეთს გადასცეს
- 6 სააკაშვილი: აპირებენ ხაბეიშვილის დადანაშაულებას შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში
„2025 წლის 11 აგვისტოს, საქართველოს ექვსმა წამყვანმა არასამთავრობო ორგანიზაციამ (NGO) მიიღო ანტიკორუფციული ბიუროს წერილები, ქვეყნის ახლად მიღებული „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონის ფარგლებში (საქართველოს ვერსია აშშ-ის „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტისა“ – FARA). ეს არის პირველი შემთხვევა, როცა კანონის ამოქმედების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციები პირდაპირი სამიზნე გახდნენ“, – ნათქვამია პლატფორმის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ეს ექვსი ორგანიზაციაა „სამოქალაქო საზოგადოებრივი ფონდი“ (ყოფილი „ღია საზოგადოება – საქართველო“), „საფარი“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „მედიის განვითარების ფონდი“ (MDF), „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.
ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმა აღნიშნავს, რომ „სამოქალაქო საზოგადოებრივი ფონდი“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, ISFED და MDF მედია ადვოკატირების კოალიციის წევრები არიან და აქტიურად მუშაობენ მედიის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით.
„ორგანიზაციების განცხადებით, ბიურომ გააფრთხილა ისინი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ არ დარეგისტრირდებიან „აგენტებად“ და მოსთხოვა განმარტება, თუ რატომ არ დარეგისტრირდნენ დადგენილ ვადებში. [...] წერილები, რომლებიც 8 აგვისტოთია დათარიღებული, ეფუძნება უფრო ადრე ჩატარებული მოკვლევის დროს მოპოვებულ ინფორმაციას, მათ შორის ფინანსურ და სხვა მონაცემებს და ასკვნის, რომ ორგანიზაციების საქმიანობა „შეიძლება წარმოადგენდეს პოლიტიკურ აქტივობას“ FARA-ს ფარგლებში. ბიურომ დამატებითი მონაცემებისა და განმარტებების მიწოდება ათი დღის ვადაში მოითხოვა“, – წერი ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმა.
მიმდინარე წელს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმამ განგაშის სიგნალი გამოსცა ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის დაპატიმრების გამო. პლატფორმა ამაღლობელის გათავისუფლებასა და მისთვის ბრალის მოხსნას თხოვდა.
