„მედიაჩეკერის“ ჟურნალისტის, ნინია კაკაბაძის დაკავების გამო ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმამ განგაშის სიგნალი გამოსცა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 5 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
- 6 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
ნინია კაკაბაძე 3 ნოემბერს ადმინისტრაციული წესით დააკავეს და რამდენიმე საათში ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. „ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა სამინისტრო მას გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება, რაც „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული რეპრესიული კანონით, პირველ ჯერზე, 15 დღემდე პატიმრობით ისჯება.
ჟურნალისტი აცხადებს, რომ 3 ნოემბერს, ისევე როგორც წინა დღეებში, რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა - აშუქებდა მიმდინარე საპროტესტო აქციას. მუშაობის დროს მას ჟურნალისტის სამკერდე ნიშანიც ეკეთა.
4 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე შსს-ს წარმომადგენელმა, ბუბა ნაჭყებიამ განაცხადა, რომ ჟურნალისტმა, როდესაც გადაღებას შეწყვეტს, ტროტუარზე უნდა გადაინაცვლოს. მისი თქმით, ნინია კაკაბაძე აქციის მონაწილეებთან ერთად გზის სავალ ნაწილზე იყო და იქ დარჩა მას შემდეგაც, რაც პატრულ-ინსპექტორებმა მოძრაობის გასახსნელად ღონისძიება დაიწყეს.
„პირველი შემთხვევა, როდესაც დამაჯარიმეს და გავასაჩივრე - დააკმაყოფილეს ჩემი საჩივარი - ეხებოდა 3 მარტის შემთხვევას, რომ თითქოს მე გზა გადავკეტე. მაშინაც ისევე ვმუშაობდი, როგორც გუშინ. მაინტერესებს, თუ მეტყვიან, რა სხვაობა იყო 3 მარტსა და 3 ნოემბერს ჩემს მუშაობაში?!
ძალიან მინდა, რომ როდესაც ასეთ საქმეებს კერავთ, ცოტა მეტად პატივი გვცეთ და მოემზადოთ, რადგან რუსთაველზე მე არავის არ დავუკავებივარ, არავის ჩემთვის არ მოუწოდებია, გზიდან გადადიო. საბედნიეროდ, კადრები არსებობს როგორ მოდის პოლიცია, მეც უკან-უკან მივდივარ, კამერა მიჭირავს და თან ვიღებ“, - განაცხადა ნინია კაკაბაძემ.
მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სასამართლო პროცესი 12 ნოემბრისთვის გადადო. ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმა ელის, რომ ნინია კაკაბაძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყდება.
პლატფორმა ასევე აღნიშნავს, რომ 24 ოქტომბერს, გზის გადაკეტვის საქმეზე, პოლიციამ რამდენიმე საათით დააკავეს გამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტი მამუკა (ბასტი) მგალობლიშვილი.
