ევროკავშირის ლიდერებმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს 17 ოქტომბერის შეხვედრაზე მიიღეს დასკვნა, რომელიც საქართველოსაც ეხება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო
- 3 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 4 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 5 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
- 6 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
კერძოდ, ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მზადყოფნას მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს მის ევროპულ გზაზე, თუმცა, ამავე დროს, იგი იმეორებს თავის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებებისადმი, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის იმ ღირებულებებთან და პრინციპებთან, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული.
ევროპული საბჭო კვლავ იმეორებს, რომ „ასეთი ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს“. იგი მოუწოდებს საქართველოს, განახორციელოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად.
„ევროპული საბჭო გააგრძელებს სიტუაციაზე ყურადღებით დაკვირვებას“, - ვკითხულობთ დასკვნაში.
ევროპული საბჭო მოელის, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების შეუფერხებელი წვდომა ექნებათ. ამავე დროს, ევროპული საბჭო ხაზს უსვამს თავისუფალი და პლურალისტური მედიის დაცვის აუცილებლობას.
ევროსაბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. იგი ხაზს უსვამს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების, არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიმართ ევროკავშირის მუდმივ ერთგულებას.
