გერმანიის პარლამენტის, ბუნდესტაგის წევრი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის თავმჯდომარე ფრანკ შვაბე საქართველოში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის გათავისუფლებას ითხოვს. გერმანელი დეპუტატი აღნიშნავს, რომ სადიგოვი აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის რეჟიმის დაკვეთით უკანონოდაა დაკავებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეშფოთებას იწვევს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 2 საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
- 3 „ოცნების“ შს მინისტრის მოადგილის პოსტზე გიორგი ბუთხუზი გიორგი სახოკიამ ჩაანაცვლა
- 4 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
- 5 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 6 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
„აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი საქართველოში ილჰამ ალიევის რეჟიმის მოთხოვნით უკანონოდ დააკავეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შემაშფოთებელია. ის სასწრაფოდ უნდა გაათავისუფლონ. საქმეს ევროპის საბჭოს დამკვირვებელთა მისია განიხილავს“, - დაწერა შვაბემ სოციალურ ქსელ X-ში.
საექსტრადაციო პატიმრობაში მყოფი სადიგოვი 21 სექტემბრიდან შიმშილობს. მან პროტესტის უკიდურეს ფორმას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მხრიდან საერთაშორისო დაცვაზე (თავშესაფარზე) უარის თქმის შემდეგ მიმართა. ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ჟურნალისტი 8 ოქტომბერს ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. უფლებადამცველების ინფორმაციით, მას უჭირდა გადაადგილება, საუბარი და კონცენტრაცია, უარს ამბობდა სამედიცინო დახმარების მიღებაზე.
აფგან სადიგოვი, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლების კრიტიკოსი და გამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორია, საქართველოში 2023 წლის დეკემბრიდან, ცოლთან და ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. შს სამინისტროს თანამშრომლებმა ის თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს, რის შემდეგაც სასამართლომ სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. სადიგოვის მეუღლე და უფლებადამცველები აცხადებენ, რომ აზერბაიჯანში ექსტრადირების შემთხვევაში, მას წამება და არაადამიანური მოპყრობა ემუქრება.
