ევროკომისია უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს სტატუსის შესახებ ზეპირ ანგარიშს ივნისის ბოლოს წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ ევროპის სამსახურის რედაქტორი, ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
„ზეპირი განახლება იმის შესახებ, თუ როგორ მიდიან უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს იქნება, ჩემი ვარაუდით, დაახლოებით 21 ივნისს. ეს საკმაო დროს მისცემს უკრაინის რადას ძირითადი საკანონმდებლო პაკეტების მისაღებად“, - დაწერა იოზვიაკმა დღეს, 26 მაისს Twitter-ში.
საქართველოში მოქმედი რვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის შეფასებით, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 რეკომენდაციიდან ამ დროისთვის სრულად მხოლოდ ერთია შესრულებული, დიდწილად შესრულებულია ორი პირობა, ნაწილობრივ - ოთხი, ხუთი კი კვლავ შესასრულებელია. შეუსრულებელი რეკომენდაციები ეხება დეპოლარიზაციას, სასამართლოს დამოუკიდებლობას, დეოლიგარქიზაციას, მედიას და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას.
საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი 2022 წლის 3 მარტს წარადგინა, თუმცა ამის გაკეთებას 2024 წელს გეგმავდა. პროცესი მას შემდეგ დაჩქარდა, რაც რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინამ ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანება მოითხოვა და 28 თებერვალს განაცხადი შეავსო. მას ასოცირებული ტრიოს დანარჩენმა წევრებმა - საქართველომ და მოლდოვამაც მიბაძეს.
ივნისში ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს შემთხვევაში კი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა აღიარა. ევროკავშირი მზადაა, საქართველოსაც მიანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მას შემდეგ, რაც ის 12 რეკომენდაციას/პრიორიტეტს შეასრულებს. გადაწყვეტილებას, რეკომენდაციების შესრულების შესახებ ევროკომისიის მოსაზრების საფუძველზე, ევროკავშირის საბჭო 2023 წლის ბოლოს მიიღებს, რისთვისაც 27 წევრი ქვეყნის თანხმობა იქნება საჭირო. ამის შემდეგ, დაიწყება სრულუფლებიან წევრობაზე ფორმალური მოლაპარაკებების პროცესი.
კანდიდატის სტატუსის მქონე უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით ევროკავშირის ყველა ქვეყანასთან მუშაობენ.
ამ თემაზე:
არ ვიშურებთ ძალისხმევას, რომ წლის ბოლოს ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი - ღარიბაშვილი
