საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტის მეოთხედფინალში გასვლისთვის, პრემიის სახით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 მილიონ ლარს მიიღებს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მტავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
კობახიძის თქმით, 3 მილიონი ლარი გამოიყოფა ევროპის ჩემპიონატზე ყოველი მომდევნო მოგებული თამაშისთვისაც.
„მინდა, მივულოცო ჩვენს სპორტსმენებს გუშინდელი გამარჯვებები, ძალიან წარმატებული დღე იყო ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა, პირველ რიგში, კალათბურთელებს მივულოცო ისტორიული წარმატება, ჩვენი ეროვნული ნაკრები პირველად ევროპის რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.
მინდა, თითოეულ კალათბურთელს და მთლიანად გუნდს, მათ შორის მწვრთნელებს გადავუხადო მადლობა ამ შთამბეჭდავი წარმატებისთვის. კალათბურთის ფედერაციას მინდა, გადავუხადო მადლობა თავდადებისა და შრომის გარეშე ასეთი შედეგები არ მოდის. სამომავლოდ მინდა ვუსურვო წარმატებები. მნიშვნელოვანი მატჩები გველოდება წინ და დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ თამაშებშიც წარმატება იქნება ჩვენს მხარეს. ასევე ფეხბურთელებს მინდა, მივულოცო გუშინდელი გამარჯვება, შთამბეჭდავი გამარჯვება და მათაც მინდა, წარმატება ვუსურვო მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში.
რაც შეეხება კალათბურთელებს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს ისტორიული შედეგი, გვინდა ეს შედეგი აღვნიშნოთ მთავრობის მხრიდან შესაბამისი ფულადი პრემიითაც და ვფიქრობთ, რომ 3 მილიონი ლარი გამოიყოს უკვე მიღწეული წარმატებისთვის და ევროპის ჩემპიონატზე ყოველი შემდგომი მოგებული თამაშისთვის ასევე დავაწესებთ 3 მილიონ ლარს. მიღწეული შედეგისთვის 3 მილიონი ლარი და ყოველი შემდეგი გამარჯვებისთვის 3 მილიონი ლარი. ასეთი პრემია იქნება დაწესებული“, – განაცხადა კობახიძემ.
გუშინ, 7 სექტემბერს ევრობასკეტის მერვედფინალურ მატჩში საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა საფრანგეთი ანგარიშით 80:70 დაამარცხა და ისტორიაში პირველად მეოთხედფინალში ითამაშებს. შეხვედრა, სადაც ქართველი კალათბურთელები ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, 10 სექტემბერს გაიმართება.
