ეუთოს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი, 13-15 ოქტომბერს აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს ეწვევა, სადაც მთავრობის, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
„სომხეთსა და აზერბაიჯანში ჩვენი დისკუსია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებას შეეხება. წელს ამ მიზნისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. ფინეთი მხარს უჭერს ქვეყნების ძალისხმევას მდგრადი მშვიდობის მისაღწევად“, - აცხადებს მინისტრი ვალტონენი.
ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესრელიზში ნათქვამია, რომ საქართველოში ვიზიტის მთავარი თემა იქნება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები, რომელიც 2008 წლის ომის შედეგებს განიხილავს. ელინა ვალტონენი ასევე ყურადღებას გაამახვილებს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების მდგომარეობაზე.
„საქართველოში სამოქალაქო სივრცის შემცირება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ჩემი ვიზიტის მიზანია მხარდაჭერის გამოხატვა ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებისთვის, რომელიც დაუღალავად მუშაობს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის.
ფინეთის, როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის მიზანია გააძლიეროს თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების როლი ევროპული უსაფრთხოებისა და ეუთოს პრინციპების ხელშეწყობაში“, - აცხადებს მინისტრი ვალტონენი.
ეუთოც აღნიშნავს, რომ ფინეთი, როგორც ეუთოს 2025 წლის თავმჯდომარე, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სამოქალაქო სივრცის დაცვას და სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფას - „ეს პრიორიტეტი ვიზიტის განმავლობაში ხაზგასმული იქნება“.
