ეუთოს ფაქტების დამდგენმა მისიამ, „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში, საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ 190-გვერდიანი საგანგაშო ანგარიში გამოაქვეყნა. მომხსენებელი, პროფესორი პატრიცია გრჟებიკი, დოკუმენტში პირდაპირ საუბრობს დემოკრატიის მკვეთრ უკუსვლაზე, სისტემურ ძალადობასა და დაუსჯელობის სინდრომზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მესამე სარჩელი სტრასბურგში პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას ეხება
- 2 კობახიძე ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას აანონსებს
- 3 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 4 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 დასანქცირების შემდეგ ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, რომ საკუთარ ბანკს შექმნის
ანგარიშის ყველაზე კრიტიკული ნაწილი საერთაშორისო რეაგირებას ეხება.
სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე განმარტავს, რომ ეუთო მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, დაასანქცირონ ის პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე. რეკომენდაციას იძლევა საკითხი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაეცეს. სხვა ქვეყნებს ეძლევათ უფლება, საკუთარ ტერიტორიაზე გაასამართლონ საქართველოში ჩადენილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ავტორები.
„პრაქტიკულად შეუძლებელი გამოსწორება“ - მოთხოვნა კანონების გაუქმებაზე
მომხსენებელი მიიჩნევს, რომ მიღებული კანონმდებლობა იმდენად შეუთავსებელია საერთაშორისო ვალდებულებებთან, რომ მათი „გასწორება“ მცირე ცვლილებებით შეუძლებელია. ანგარიში კატეგორიულად მოითხოვს: ე.წ. „რუსული კანონისა“ და „აგენტების რეგისტრაციის აქტის“ გაუქმებას; „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ დისკრიმინაციული კანონის გაუქმებას; მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი შეზღუდვების მოხსნას.
პოლიტიკური დევნა და „ზონდერბრიგადების“ ძალადობა
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ხელისუფლება პოლიტიკურ პლურალიზმს საფრთხეს უქმნის. ეუთო მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“: შეწყვიტოს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა საკონსტიტუციო სასამართლოში; დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები, ჟურნალისტები და აქტივისტები; გამოიძიოს „მამაკაცთა უცნობი ჯგუფების“ მიერ განხორციელებული უკონტროლო ძალადობა, რომელიც, ანგარიშის თანახმად, ხშირად წამების ზღვარს აღწევს.
განსაკუთრებული მოთხოვნა ეხება ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) ჩართვას, რათა დადგინდეს, რა ნივთიერებებს იყენებდა სპეცრაზმი მომიტინგეების წინააღმდეგ.
ეუთოს მოსკოვის მექანიზმი საქართველოსთან მიმართებაში 2026 წლის იანვრის ბოლოს გაააქტიურა ეუთოს 23-მა მონაწილე სახელმწიფომ - ალბანეთმა, ავსტრიამ, ბელგიამ, კანადამ, ჩეხეთმა, დანიამ, ესტონეთმა, ფინეთმა, გერმანიამ, ისლანდიამ, ირლანდიამ, ლატვიამ, ლიხტენშტეინმა, ლიეტუვამ, ლუქსემბურგმა, მოლდოვამ, მონტენეგრომ, ნიდერლანდებმა, ნორვეგიამ, სლოვენიამ, შვედეთმა, უკრაინამ და გაერთიანებული სამეფომ.
