ევროკავშირის ლიდერები, მოახლოებელი საპარლამენტო არჩევნების წინ, აპირებენ გააფრთხილონ საქართველო, რომ მისი მთავრობა ევროკავშირისკენ ქვეყნის გზას საფრთხის ქვეშ აყენებს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს, რომელიც 17-18 ოქტომბერს დაგეგმილი ევროკავშირის ლიდერების სამიტისთვის მომზადებული დასკვნის პროექტს ეყრდნობა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 3 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 4 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 5 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 6 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
როგორც სააგენტო წერს, დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირი „ადასტურებს მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს მათ ევროპულ გზაზე“, მაგრამ ასევე „იმეორებს თავის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებების გამო“.
Reuters-ის ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის და მთავრობის მეთაურები საქართველოს მთავრობას შეახსენებენ, რომ „ასეთი კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირის გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს“. ისინი თბილისს დემოკრატიული რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებენ.
დასკვნის პროექტის მიხედვით, ევროპული საბჭო მოელის, რომ საქართველოს ხელისუფლება მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფს.
17-18 ოქტომბერს ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომა გაიმართება. გამოქვეყნებული დღის წესრიგის მიხედვით, ევროკავშირის ლიდერება შესაძლოა განიხილონ საგარეო პოლიტიკის კონკრეტულ საკითხებს, მათ შორის საქართველოში განვითარებული მოვლენები.
