სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება სომხეთისთვის ყველაზე სწორი და სასურველი ვრიანტია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 2 კრიტიკული არხების ცენზურა - „ქართული ოცნება“ ტვ პირველს და ფორმულას უჩივის
- 3 კამერების დაზიანებისთვის დაკავებულ ხუტაშვილსა და მუმლაძეს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 5 მასობრივი ცენზურა - დევნა Facebook-ის სტატუსებისთვის
- 6 სანქცირებული გენერალური პროკურორი გენერალურ აუდიტორად გადაჰყავთ
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუს დროს, კითხვაზე, მიიღებს თუ არა სომხეთი კანდიდატის სტატუსს, სიმონიანმა უპასუხა, რომ სომხეთი დიდი ხანია იზიარებს ევროპული ოჯახის დემოკრატიულ სისტემას და ასეთი აღქმა არსებობს როგორც საზღვარგარეთ, ასევე სომხეთში.
„ჩემთვის აშკარაა, რომ ჩვენთვის ეს არის ყველაზე სწორი და ყველაზე სასურველი ვარიანტი, რომელსაც უნდა მივყვეთ. პრობლემა მდგომარეობს პროცესში. უნდა გავიგოთ, როგორ განვახორციელებთ ამ პროცესს. პროცესი არ არის მხოლოდ განაცხადის შეტანა, ბევრი რამ უნდა მოვიყვანოთ ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში. დიახ, ეს არის ის ღირებულებითი სისტემა, რომლისკენაც უნდა ვისწრაფოდეთ და მივდიოდეთ“, - განაცხადა სიმონიანმა.
პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, სომხეთი პირველად მიიღებს მონაწილეობას ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტების ხელმძღვანელთა შეხვედრაში, რომელიც აპრილის შუა რიცხვებში ესპანეთში გაიმართება. „სომხეთი პირველად არის მიწვეული და თუ არ ვცდები, არც ერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანა არ მიუწვევიათ“, - აღნიშნა მან.
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ევროპარლამენტარები მხარს უჭერენ სომხეთისთვის კანიდატის სტატუსის მინიჭებას. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ „თუკი სომხეთი განაგრძობს დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ მიმავალ მდგრადი რეფორმების გზას, ამას შეუძლია შექმნას საფუძველი ევროკავშირ-სომხეთის ურთიერთობებში ტრანსფორმაციული ეტაპისთვის“.
თებერვალში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსის მინიჭება ობიექტურ გავლენას ახდენს მთელ რეგიონზე. მისი სიტყვებით, თუ ადრე შესაძლებელი იყო იმის თქმა, „სად ევროკავშირი და სად ჩვენი რეგიონი“, ახლა ევროკავშირი რეალურად ჩვენი რეგიონია.
სომხეთის ევროკავშირთან დაახლოება რუსეთ-სომხეთის ურთიერთობების გაუარესების ფონზე მიმდინარეობს.
