ესტონეთის რიიგიკოგუს (პარლამენტის) წევრებს „საქართველოში დემოკრატიის კრიზისის შესახებ“ განცხადების მიღება სურთ, რომელშიც „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და დეპუტატების დასანქცირებაზე, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაბლოკვასა და ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზეა საუბარი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 3 საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
- 4 პროკურატურამ ოპოზიციის 8 ლიდერს ახალი ბრალდება წარუდგინა
- 5 „ოცნების“ შს მინისტრის მოადგილის პოსტზე გიორგი ბუთხუზი გიორგი სახოკიამ ჩაანაცვლა
- 6 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
კერძოდ, 45 დეპუტატის სახელით წარდგენილი განცხადების პროექტში წერია, რომ ვიდრე საქართველოს მთავრობა და პარლამენტი კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემით არ დაიწყებენ დემოკრატიის კრიზისის მოგვარებას, არ დაუბრუნდებიან ევროკავშირთან შეთანხმებულ რეფორმას და არ გააუქმებენ კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ესტონეთმა უნდა დაბლოკოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, მათ შორის მოლაპარაკებების გახსნა, გაყინოს განვითარების სფეროში თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან და გამოთავისუფლებული თანხები გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად.
ამასთან, განცხადების პროექტის მიხედვით, რიიგიკოგუ საჭიროდ მიიჩნევს, ბიძინა ივანიშვილის, მთავრობის წევრების, პარლამენტის და „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის, საპარლამენტო ფრაქციის წევრების დასანქცირებას, მათ შორის, მათთვის ესტონეთში შესვლის აკრძალვას.
ესტონელი დეპუტატები ასევე ითხოვენ სანქციების დაწესებას საქართველოს ძალოვანი და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც მონაწილეობდნენ მშვიდობიანი დემონსტრაციების ძალადობრივ ჩახშობაში, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიებში.
გარდა ამისა, დოკუმენტის მიხედვით, პარლამენტი მხარს უჭერს რუსული კანონის გაუქმებამდე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმების შეჩერებას.
განცხადების პროექტში აღნიშნულია, რომ მასშტაბური პროტესტის, პრეზიდენტის ვეტოს, ევროკავშირისა და საქართველოს მოკავშირეების მოწოდებების მიუხედავად, 28 მაისს, საქართველოს პარლამენტმა „ქართული ოცნების“ ხმებით მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რომელიც რუსეთის ფედერაციის ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონითაა შთაგონებული. ესტონელი დეპუტატები აცხადებენ, რომ პუტინის რეჟიმი აღნიშნულ კანონს სამოქალაქო საზოგადოების, პრესისა და პოლიტიკური ოპოზიციის რეპრესირებისთვის იყენებს.
ესტონეთის პარლამენტში 101 წევრია. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი განცხადების პროექტს დღეს განიხილავს.
