საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე პროკურატურაში დაწყებული გამოძიების ფარგლებში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა. ჯაფარიძის თქმით, პროკურორის შეკითხვები ძირითადად შეეხებოდა ვიდეოს, რომელშიც ის გაყალბების სქემაზე საუბრობს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 3 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
- 4 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 5 აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან ღამე გაათენეს
- 6 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
„კითხვები ჰქონდათ ძირითადად ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელიც მე ჩავწერე, სადაც ვყვები გაყალბების სქემებზე და აინტერესებდათ მტკიცებულებები. რამდენჯერმე მომიწია მითითება ვებგვერდების მისამართებზე, სადაც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, არა მხოლოდ პროკურატურას, შეუძლია ნახოს წყება მტკიცებულებებისა, თუ რა ხდებოდა არჩევნების დღეს.
ვინმეს სჯერა, რომ პროკურატურა რამეს გამოიძიებს?! ესეც არის არჩევნების გაყალბების გაგრძელება, რომ აქეთ ჩვენ გვთხოვს მტკიცებულებების მიტანას პროკურატურა, რომელიც თვითონ უნდა ეძებდეს ამ მტკიცებულებებს და რომლითაც სავსეა მთელი მედია“, - უთხრა ჯაფარიძემ ჟურნალისტებს.
საქმის პროკურორის, ქეთევან ჩაჩავას განცხადებით, ინფორმაცია, რაც ზურაბ ჯაფარიძემ გამოძიებას მიაწოდა „ეყრდნობოდა ძირითადად მის შეფასებებსა და საჯარო წყაროებში გავრცელებულ ინფორმაციას“.
„რაიმე კონკრეტული ფაქტი, სახელები და გვარები, რაც დააჩქარებდა გამოძიებას, მას არ მოუწოდებია“, - აღნიშნა პროკურორმა.
პროკურატურამ არჩევნების გაყალბების მუხლით სისხლის სამართლის საქმე 30 ოქტომბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე აღძრა. ერთი დღით ადრე ცესკომ განაცხადა, რომ პრეზიდენტის და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან არჩევნების „სავარაუდო გაყალბების“ ბრალდებებმა ფართო მასშტაბი მიიღო, რაც „კომპლექსური და ობიექტური გამოძიების ჩატარებას“ საჭიროებს. პირველი, ვინც საგამოძიებო უწყებამ გამოკითხვაზე დაიბარა, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იყო. ზურაბიშვილმა პროკურატურაში მისვლაზე უარი თქვა და მას მოუწოდა, „პრეზიდენტთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას მოეშვას“.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 6 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხნენ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ და პარტია „გარხარია საქართველოსთვის“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ნათია მეზვრიშვილი, ასევე, სადამკვირვებლო ორგანიზაციების კოალიციის, „ჩემი ხმის“ სპიკერი, ლონდა თოლორაია.
