„ეს იყო სწრაფი გამარჯვების მცდელობა, ვაჟკაცური მცდელობა ბევრი ადამიანის“, - განაცხადა დღევანდელი აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მურთაზ ზოდელავამ როდესაც ჰკითხეს, პრეზიდენტის სასახლისკენ წასვლა გეგმის ნაწილი იყო, თუ სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-მა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა
- 2 „რესი“: თბილისმა აღაიარა ის, რასაც სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში ამდენი წელი ელოდნენ
- 3 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 4 სომხეთში რუსეთის მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს
- 5 მამულაშვილი კინოიანზე: რუსეთის იურისდიქციაში მოხვედრა სიკვდილის ტოლფასია
- 6 „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მოძალადეები ზაზა მამალაძე და ირაკლი ბაუჩიძე გაათავისუფლეს
ზოდელავას თქმით, პრეზიდენტის სასახლესთან ბევრად ნაკლები სპეცრაზმელი იდგა, ვიდრე სხვა ობიექტებზე და „იქ იყო მეტი შესაძლებლობა, სწრაფი გამარჯვება მოგვეპოვებინა“.
„მაგრამ არაუშავს. არ გამოვიდა სწრაფი გამარჯვება? - მივიღოთ ფსიქოლოგიურად. ნიჰილიზმი კი არ მივიღოთ, მივიღოთ შესაძლებლობა ბრძოლის გაგრძელების. ვცადეთ იქ, არ გამოვიდა, მაგრამ ბრძოლა გრძელდება“, - განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ზოდელავამ.
შეკითხვას, თუ ვინ მოახდინა ორბელიანების სასახლის ჯებირის დემონტაჟი, მურთაზ ზოდელავამ უპასუხა, რომ მან, ირაკლი ნადირაძემ და სხვებმა აქციის მონაწილეებს პირადი მაგალითი მისცეს.
ზოდელავას თქმით, 4 ოქტომბერი რევოლუციის დასაწყისის თარიღია.
„ის კი არ არის პრობლემა, რომ სამ და ექვს საათში ვერ გავისტუმრეთ ოლიგარქი - 13 წელია აზის ამ ქვეყანას. ახლა მნიშვნელოვანია, მივიღოთ ეს როგორც მოცემულობა და მივცეთ რამდენიმედღიანი ბრძოლა, რევოლუციური შერკინება.
მე დამიჭერენ, სხვა ლიდერს რა გამოლევს?! საქართველოა. ვაჟკაცებს რა გამოლევს აქ?! მეტი ჩამოდით რეგიონებიდან, ვიღაც სხვის იმედზე კი ნუ იქნებით. რამდენიმე დღე უნდა გავძლოთ ახლა. მე არავის შევარცხვენ, არასოდეს. პირად მაგალითსაც მივცემ, მაგრამ ჩემზე უფრო მაგარი ხალხიც არსებობს. ჩადგეს ყველა. მიიღოს ეს მოცემულობა. ეს არ არის მოკლევადიანი პროცესი.
კიბატონო, იყო თრიგერი, იყო მცდელობა რაღაც ჩვენი სამხრეთული ხასიათის გამოყენებით და გააზრებით, რომ იქნება ასე გამოვიდეს. გასაგებია, არ გამოვიდა, მაგრამ ნუ კი გაგვასამართლებთ, ჩადექით ხალხი, გამოდით რაც შეიძლება მეტი“, - აღნიშნა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა.
4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად თბილისში, თავისუფლების მოედანზე, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ორგანიზებით, საპროტესტო აქცია გაიმართა. მურთაზ ზოდელავამ აქციის მონაწილეებს - „მამაკაცური ძალას“ - ათონელის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის სასახლისკენ დაძვრისკენ მოუწოდა. „ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ წინააღმდეგწყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, საპროტესტო აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლი სხვადასხვა საგნის მოხვედრის შედეგად, შსს-ს 14 თანამშრომელია დაშავებული.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ის, რაც რეზიდენტის სასახლესთან მოხდა, სისხლის სამართლის დანაშაულია და „თითოეული ადამიანი, რომელიც იყო ჩართული ამ ძალადობრივ აქტში, მიეცემა პასუხისგებაში“.
