„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების შესასწავლად ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას და ფაქტობრივად განაცხადა, რომ ექსპერტული მისიის რეკომენდაციებს არ შეასრულებენ. ამასთან, პაპუაშვილმა მექანიზმის ამოქმედება ქართველი ხალხის დაშინების მცდელობად შეაფასა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 2 კადიროვმა თავისი 20 წლის ვაჟი, ახმატი, ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერად დანიშნა
- 3 ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს
- 4 ირაკლი ღარიბაშვილი მხნედაა, საზოგადოებისთვის გზავნილი არ დაუბარებია – ადვოკატი
- 5 ცხინვალში განაცხადეს, რომ ვენესუელის გადაწყვეტილების კანონიერება თბილისის შესაფასებელი არ არის
- 6 მარნეულის ბაზარში სროლის შედეგად დაჭრილი 26 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა
„მოსკოვის მექანიზმი“, რომელიც 1991 წელს შეიქმნა, ეუთოს ერთ ან მეტ წევრ სახელმწიფოს საშუალებას აძლევს, მოსთხოვოს ODIHR-ს, მოიწვიოს ექსპერტთა მისია რომელიმე წევრი ქვეყანის მიერ ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების კუთხით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესასწავლად. ეს სწრაფი რეაგირების ინსტრუმენტი არაერთხელ გააქტიურდა რუსეთსა და ბელარუსთან მიმართებაში ასევე, რუსეთ-უკრაინის ომში საერთაშორისო სამართლის სავარაუდო დარღვევებთან დაკავშირებით.
„ეს მორიგი მაგალითია იმისა, როგორ ხდება სხვადასხვა ორგანიზაციის გამოყენება ქართველ ხალხზე თავდასხმისთვის, ქართველი ხალხის დაშინებისთვის; იმისთვის, რომ დაიმორჩილონ ქართველი ხალხი. ეს არის სწორედ ასეთი ინიციატივების მთავარი მოტივაცია - ეს არის „მეგობარი აქტები“, რეზოლუციები ეევროპარლამენტში, PACE-ში, სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებში. ეს არის ერთი და იგივე მეთოდი ქართველი ხალხის დაშინების მცდელობისა მაშინ, როდესაც ღია კარს ამტვრევ. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ მზად ვართ დიალოგისთვის, მზად ვართ იმისთვის, რომ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ნებისმიერ კითხვას პასუხი გავცეთ“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა 30 იანვარს, პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე.
საქართველოსთან მიმართებაში „მოსკოვის მექანიზმის“ გააქტიურება ეუთოს წევრმა 24 ქვეყანამ მოითხოვა - მათ შორის, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ. „ქართული ოცნების“ რიგი გადაწყვეტილებები, - როგორიცაა, მაგალითად, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნა - მათი შეფასებით, „წარმოადგენს საქართველოში დემოკრატიული ნორმების ეროზიის სერიოზულ ესკალაციას და შეუთავსებელია ეუთოს პრინციპებთან და ვალდებულებებთან“.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „მოსკოვის მექანიზმს“ საქართველოს იმიჯთან არანაირი კავშირი არ აქვს.
„ეს არის ჩვეულებრივი მომხსენებლის ინსტიტუტი, რომელიც აქვს ევროსაბჭოსაც და სხვა ინსტიტუტებსაც, რომელიც შემდეგ შეადგენს საკუთარ ანგარიშს, მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს. ეს არ არის არც გამოძიება და არც სასამართლო, არც სავალდებულო რაიმე შინაარსის შედეგები, რომელიც აქვს. ეს არის ჩვეულებრივი ფაქტების შემსწავლელი მისია. ეს არ არის საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტი. ეს არის, ასე ვთქვათ, მოკვლევა საკითხის, ან ანალიზი, რომელსაც მოჰყვება მომხსენებლის ანგარიში, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა“, - თქვა პაპუაშვილმა.
„მოსკოვის მექანიზმის“ ფაქტების დამდგენი მისია განსაკუთრებულ ყურადღებას 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილებს. მექანიზმის გააქტიურების ინიციატორების შეშფოთებას იწვევს საკანონმდებლო რეფორმები, რომლებიც „მიზნად ისახავს განსხვავებული აზრის ჩახშობას“, პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებები, სასამართლო სისტემის ბოროტად გამოყენება რეპრესიების სისტემის აღსასრულებლად და სხვა.
