ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი, 14 თებერვლის, ვაჭრობის შედეგად, ლარი 42 ვალუტასთან გაუფასურდა. ეროვნული ვალუტა მხოლოდ სამხრეთ აფრიკულ რანდთან გამყარდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი სუიციდის ვერსიას უარყოფს
- 5 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 6 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8362 ლარი გახდა. მაშინ, როდესაც დღეს არსებულიოფიციალური კურსი 2.8157 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.05 თეთრი შეადგინა. კომერციულ ბანკებში დოლარი 2.87 ლარი ღირს.
ევროს ოფიციალური კურსი 2.9687 ლარი გახდა, დღეს მოქმედი კურსი კი 2.9342 ლარი იყო. ევროს ცვლილებამ 3.45 თეთრი შეადგინა. კომერციულ ბანკებში ევროს ღირებულება 3.03 ლარია.
28 ნომბრიდან, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ განაცხადა, ლარის კურსი მერყეობს. იანვრის ბოლოს დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.88 ლარს მიაღწია, ხოლო ევროს - 3 ლარს. მცირე გამყარების შემდეგ, მიმდინარე კვირაში ლარს კვლავ გაუფასურების ტენდენცია აქვს.
13 თებერვალს, ევროკავშირის პარლამენტმა 400 წევრის მხარდაჭერით, მიიღო რეზოლუცია, რომლითაც „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას არ აღიარებს. იმ პირებს შორის, რომელთა დასანქცირებასაც ევროპარლამენტი ითხოვს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავაც არის.
