ეროვნულმა ბანკმა დღევანდელ სავალუტო აუქციონზე გასაყიდად 60 000 000 აშშ დოლარი გაიტანა და 48 500 000 დოლარი გაიყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7194 შეადგინა. ინტერვენციის შემდეგ, ეროვნული ვალუტა დოლართან 2.21 თეთრით გამყარდა და ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7230 ლარი გახდა. 1.97 თეთრით გამყარდა ლარი ევროსთან მიმართებით. ერთი ევროს ღირებულება 2.9909 ლარია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 3 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 4 ნათესავებმა თბილისში იპოვეს ჩეჩნეთიდან ოჯახში ძალადობას გამოქცეული ქალი და მისი წაყვანა სცადეს
- 5 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 6 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
ეროვნული ბანკის განცხადებით, ბოლო დღეებში, ვალუტაზე ჭარბი მოთხოვნის დაფიქსირებამ ლარის გაცვლით კურსზე დამატებითი წნეხი შექმნა, რაც ძირითადად გამოწვეული იყო ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციებით, კონკრეტულად, დივიდენდების გეგმიური გაცემით. სებ-ი განმარტავს, რომ სავალუტო ინტერვენციის გადაწყვეტილება სწორედ არსებული წნეხის შემსუბუქების მიზნით მიიღო.
„მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის პირობებში, გაცვლითი კურსი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორების საფუძველზე ყალიბდება. ბოლო პერიოდში, სავალუტო ბაზარზე დაფიქსირებული რყევები კი მაკროეკონომიკურ ფაქტორებს არ უკავშირდება და შესაბამისად, ასეთი ტიპის მერყეობები მოკლევადიანია. მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები კვლავ ძლიერია - ბოლო სამი წლის განმავლობაში ფიქსირდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, 2023 წლიდან მოყოლებული ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბალია. ამასთანავე, საგარეო სავალუტო შემოდინებები ძლიერია, რაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მდგრად დონეზე შენარჩუნებას უწყობს ხელს“, - განაცხადეს საქართველოს ეროვნულ ბანკში.
16 მაისიდან დღემდე ეროვნულმა ბანკმა ოთხი სავალუტო აუქციონით ჯამში 217 200 000 აშშ დოლარი გაყიდა: აქედან 16 მაისს - 60 000 000 დოლარი, 28 მაისს - 48 700 000, 11 ივნისს - 60 000 000, 8 ოქტომბერს კი - 48 500 000.
