ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსული ფულადი გზავნილების სისტემამ, „უნისტრიმმა“ (Unistream) საქართველოში მუშაობა განაახლა, საქართველოს ეროვნული ბანკი უარყოფს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 4 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 5 პაპუაშვილი: ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი
- 6 საქსტატის თანახმად, საქართველოში საშუალო ხელფასი 2271 ლარია
რუსულ მედიასაშუალებებთან კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველოში გადარიცხვები განახლებულია - თანხების გაგზავნა ხდება რუბლებში „უნისტრიმის“ ოფისებიდან და ლარში ირიცხება. კომპანიაში ასევე თქვს, რომ მინიმალური გადასარიცხი თანხის ოდენობა 1 რუბლია, ხოლო მაქსიმალური - 100 ათასი, თანხა ანგარიშზე გადახდის განხორციელებიდან 24 საათის განმავლობაში ჯდება.
„საქართველოში რეგისტრირებული არცერთი კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერი არ იყენებს „უნისტრიმის“ სწრაფი გადახდის სერვისს“, - განაცხადეს დღეს საქართველოს ეროვნულ ბანკში.
მათივე განმარტებით, მას შემდეგ, რაც გასული წლის ივლისში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „უნისტრიმი“ სანქცირებული პირების სიაში შეიყვანა, ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული არცერთი სუბიექტი აღნიშნულ სისტემას აღარ ემსახურება.
„საფინანსო სისტემა სრულ შესაბამისობაშია აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებულ ფინანსურ სანქციებთან. ეროვნული ბანკი, როგორც ქვეყნის ფინანსური სექტორის მარეგულირებელი არ დაუშვებს ქართულ საფინანსო სისტემაში სანქცირებული კომპანიის მეშვეობით ფულადი გზავნილების განხორციელებას. ამასთან, ქართული საფინანსო სექტორი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობს“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
აპრილში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 278.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე 24.8%-ით (91.8 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია. ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, გზავნილების შემცირება რუსეთიდან გადმორიცხვების 69%-იან კლებას უკავშირდება. აპრილში რუსეთიდან 49.13 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, ამერიკიდან - 46.31 მილიონი, ხოლო იტალიიდან - 45.80 მილიონი.
