თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მიხეილ ყაველაშვილს გადასცა საკუთარი მოლოდინები იმის შესახებ, რომ თურქი მესხები სამშობლოში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნდებიან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 3 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 4 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 5 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 6 „სამედიცინო დახმარება თუ გინდა, სხვა ქვეყნებიც არის“ - კობახიძე უვიზოს შესაძლო შეჩერებაზე
როგორც თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო სამშობლოა თურქი მესხებისთვისაც, რომლებიც 1944 წლის 14 ნოემბერს დეპორტაციის დროს თავიანთი ისტორიული მიწებიდან ამოძირკვეს.
„როგორც თურქეთი, ჩვენ გავაგრძელებთ ყველანაირი მხარდაჭერის გაწევას ამ პროცესის ჯანსაღი წინსვლისთვის“, - განაცხადა ერდოღანმა ყაველაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
„ქართული ოცნების“ პრეზიდენტი თურქეთის დედაქალაქში „ოფიციალური ვიზიტით“ 12 აგვისტოს ჩავიდა. ქართული მხარის ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილმა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გამართა.
„ჩვენს შეხვედრებზე, რომლებიც ამ ადამიანურ და ეკონომიკურ საფუძველს ეფუძნება, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების გადაწყვეტილება. გავაგრძელებთ ჩვენი სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების განვითარებას, განსაკუთრებით ისე, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენი ხალხის კეთილდღეობას“, - აღნიშნა ერდორანმა.
მისივე თქმით, თურქეთი ზედიზედ 17 წლის განმავლობაში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რაც ნათლად აჩვენებს იმას, რომ „ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები მყარ საფუძველზეა აგებული“.
„ბოლო წლებში ჩვენ მივაღწიეთ ადრე დასახულ მიზანს - 3 მილიარდი დოლარის სავაჭრო მოცულობას. ჩვენ ასევე სტაბილურად მივდივართ ჩვენი ახალი მიზნისკენ, 5 მილიარდი დოლარისკენ. ვცდილობთ წავახალისოთ ორმხრივი ინვესტიციები. საქართველოში არსებული ხელსაყრელი გარემოს წყალობით, ქვეყანაში ჩვენი 2000-ზე მეტი კომპანია ოპერირებს. თურქული პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა 2.5 მილიარდ დოლარს უახლოვდება. თურქული კონტრაქტორი კომპანიები, მათ მიერ განხორციელებული 300 პროექტის გარდა, რომელთა ღირებულება 5.5 მილიარდი დოლარია, დიდ ინტერესს იჩენენ საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართ“,- განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს შავი ზღვის უსაფრთხოება, კავკასიაში სამშვიდობო პროცესი, ომი უკრაინაში და ღაზაში არსებული ჰუმანიტარული კატასტროფა. „ჩვენ გავაგრძელებთ მხარდამხარ მუშაობას თანამშრომლობის, მშვიდობისა და განვითარებისთვის ჩვენს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ“, - აღნიშნა ერდოღანმა.
