თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ზანგეზურის სატრანსპორტო დერეფნის პროექტის განხორციელება თურქეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას ახალ განზომილებას შესძენს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
- 5 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
- 6 მარნეულის მერის ძმა ბიზნესმენზე ჯგუფური თავდასხმის ბრალდებით დააკავეს
„ზანგეზურის დერეფანი მშვიდობის პროექტია მთელი რეგიონისთვის. პროექტის ყველა ელემენტის განხორციელებით, თურქეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ახალ განზომილებას შეიძენს“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.
რამდენიმე დღის წინ თურქეთში დაიწყო 224-კილომეტრიანი რკინიგზის მშენებლობა, რომელიც ზანგეზურის დერეფნის სატრანსპორტო სისტემის ნაწილი გახდება და ქალაქ ყარსს აზერბაიჯანის ნახიჩევანის რეგიონთან დააკავშირებს.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ ყარსი-იღდირი-არალიკი-დილუჯუს სარკინიგზო ხაზი ზანგეზურის დერეფნის პროექტის საფუძველია. მისივე თქმით, რკინიგზა ყოველწლიურად 5.5 მილიონ მგზავრს გადაიყვანს და 15 მილიონ ტონა ტვირთს გადაიტანს.
ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2.4 მილიარდი ევროს ღირებულების პროექტის ექსპლუატაციაში გაშვებით ჩინეთიდან დიდ ბრიტანეთამდე საერთაშორისო სავაჭრო ხაზი უფრო ეფექტური გახდება.
„პროექტი ასევე დააკავშირებს კასპიისა და ხმელთაშუა ზღვის აუზებს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს წარმოების სიმძლავრეს, ექსპორტს და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას ჩვენს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონებში. ვუსურვებ წარმატებას ყარს-იღდირ-არალიკ-დილუჯუს რკინიგზის ხაზს, რომელიც უდიდესი მნიშვნელობისაა როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე ჩვენი რეგიონისთვის“, - თქვა ერდოღანმა.
8 აგვისტოს, თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობიანი ურთიერთობების შესახებ. მასში საუბარია სომხეთის ტერიტორიაზე სატრანზიტო დერეფნის ორგანიზებაზე, რომელიც აზერბაიჯანს თავის ნახიჩევანის ანკლავთან დააკავშირებს. სომხეთი ამ დერეფნის მართვის უფლებას 99 წლით ამერიკის შეერთებულ შტატებს გადასცემს.
