საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისთვის გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) თანხმობაა საჭირო, თუმცა ამჟამინდელ ვითარებაში საქართველოს ამის შანსი არ აქვს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 4 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 5 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
- 6 აზერბაიჯანი საქართველოს მედიის სფეროში გამოცდილებას უზიარებს
ფიშერის ინფორმაციით, მსგავსი დასკვნა ბუნდესტაგის ევროკავშირის საქმეების კომიტეტის თავმჯდომარემ, ანტონ ჰოფრაიტერმა თბილისში ვიზიტის შემდეგ გამოიტანა.
„პარლამენტის წევრი ანტონ ჰოფრაიტერი, ბუნდესტაგის ევროკავშირის საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე 24 საათით თბილისში იყო. დასკვნა: გერმანიის კონსტიტუციის 23-ე მუხლი და კონკრეტული კანონი (გერმანელი იურისტებისთვის: EUZBBG) მოითხოვს პარლამენტის თანხმობას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისთვის. არსებულ ვითარებაში, შანსი არ არსებობს, რომ საქართველოსთვის ეს მოხდეს“, - დაწერა პიტერ ფიშრმა პლატფორმა X-ზე.
ანტონ ჰოფრაიტერი საქართველოში კავკასიაში ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდა და საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა არჩევნების მიმდინარეობისა და წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ უმძიმეს და სისტემურ დარღვევებზე, რამაც პირდაპირი გავლენა იქონია არჩევნების შედეგებზე, დაირღვა ხმის მიცემის ფარულობის, ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოხატვისა და ხმის მიცემის საყოველთაობა. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს რუსეთის მიერ ქვეყანაში წარმოებულ ჰიბრიდულ ომზე. ამასთან, ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილმა გაუსვა ხაზი ქვეყნისათვის ევროპული გზის უალტერნატივობასა და ევროინტეგრაციის მიმართ ქართველი ხალხის ურყევ მისწრაფებას.
ამ თემაზე:
ბუნდესტაგი ითხოვს, რომ რუსული კანონის გაუქმებამდე საქართველოს EU-ში წინსვლა აღარ მოხდეს
