საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებით, საქართველოსა და აშშ-ში არჩევნების შედეგების მიუხედავად, ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობა არ შეიცვლება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 5 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 6 ტაილანდელი იუთუბერი საქართველოში გარდაცვლილი იპოვეს
„მე ნამდვილად მჯერა, რომ რაც არ უნდა მოხდეს საქართველოს არჩევნებში ან აშშ-ის არჩევნებში, საქართველოსა და შეერთებული შტატების ხალხებს შორის ურთიერთობა, ურთიერთობა ჩვენი კომპანიებს შორის, ურთიერთობა ჩვენს უნივერსიტეტებს, ბიზნესს, ანალიტიკურ ცენტრებს, ინსტიტუტებს, სამხედროებს, სამართალდამცავ ორგანოებს შორის - ყველა ეს ურთიერთობა გაუძლებს ნებისმიერ პოლიტიკურ არჩევნებს, რა შედეგიც არ უნდა მოჰყვეს მას რომელიმე ქვეყანაში. სწორედ ეს არის ჩემი განსაკუთრებული სიამაყის მიზეზი, წარმოვადგენდე აშშ-ს აქ“, - განაცხადა ელჩმა თბილისში, ამერიკული სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ მიღებაზე „US election watch breakfast“.
რობინ დანიგანის თქმით, სწამს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გაუძლებს პოლიტიკურ ცვლილებებსა და პოლიტიკურ განწყობებს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი დონალდ ტრამპი ლიდერობს. მან გამარჯვება უკვე გამოაცხადა და ამერიკელ ხალხს შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტად არჩევის განსაკუთრებული პატივისთვის მადლობა გადაუხადა.
