Edison Research-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 63% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 37%-ის აზრით კი - სწორი მიმართულებით.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 2024 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის ჩინური კომპანია დარეგისტრირდა
- 2 ზურაბ ჯაფარიძე დააპატიმრეს „ქართული ოცნების“ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო
- 3 ნენსკრას, ხუდონის, ნამახვანის ჰესების მიმართულებით მუშაობა დაწყებულია - კობახიძე
- 4 კრიტიკული არხების ცენზურა - „ქართული ოცნება“ ტვ პირველს და ფორმულას უჩივის
- 5 „ქართული ოცნების“ დროშის დაწვის შემდეგ აქციის მონაწილე უჩა ქემაშვილი დააკავეს
- 6 ტრამპი ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - ყაველაშვილის პრესსამსახური
ამასთან, გაზრდილია მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება: დეკემბერში მათი რაოდენობა 57% იყო, აპრილში - 59%, ხოლო ივლისში - 63%.
მათი მაჩვენებელი, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, ყველაზე მაღალია 25-34 წლის ასაკობრივ ჯგუფში - 72%. 18-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში ეს მაჩვენებელი 71%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ყველა ცალკეულ ასაკობრივ ჯგუფში ჭარბობს იმათი რაოდენობა, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.
წინა კვლევებთან შედარებით, გაზრდილია მათი რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველო სხვა პარტიამ უნდა მართოს. მხოლოდ 29% ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხელახლა არჩევა დაიმსახურა.
Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, შეკითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ალოკაციით, შეწონვის მეთოდით, შედეგები ასე ნაწილდება:
- „ქართული ოცნება“ / „ხალხის ძალა“ – 32.4%;
- „ერთიანობა“: „ნაციონალური მოძრაობა“ / „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 17.3%;
- „ძლიერი საქართველო“: „ლელო“/ „ხალხისთვის“ / „თავისუფლების მოედანი“ – 12.8%;
- „გახარია საქართველოსთვის“ – 11.2%;
- კოალიცია ცვლილებებისთვის: „ახალი“ / „გირჩი“ / „დროა“ – 9.9%;
- „გირჩი“, იაგო ხვიჩია – 5.2%;
- „ლეიბორისტული პარტია“ – 3.3%;
- „პატრიოტთა ალიანსი“ და „ალტ ინფო“ – 2.6%;
- „მოქალაქეები“ – 2%;
- „ევროპული საქართვლო“ – 1.9%;
- „სამართლიანობისთვის“, ეკა ბესელია – 0.9%;
- სხვა პარტიები – 0.4%.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. შესაძლო ცდომილება არის +/–2.5% საქართველოს მასშტაბით და +/– 2.5 % თბილისისთვის, 95%-იანი ნდობის ინტერვალისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 11-24 ივლისის შუალედში.
