დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაგაში მომხდარი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ორი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, წარსულში ნასამართლევმა, 41 წლის ა.წ.-მ და 35 წლის ტ.ვ.-მ შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს 41 წლის მიშო ჩოხელს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
შემთხვევა 10 მარტს, ღამით მოხდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები დაზარალებულს საკუთარ საცხოვრებელ სახლში დაადგნენ თავზე და მეუღლის თანდასწრებით ჩაცხრილეს. მიღებული დაზიანებების შედეგად კაცი ადგილზე გარდაიცვალა. პროკურატურის განმარტებით, თავდამსხმელებმა საფრთხე შეუქმნეს შემთხვევის ადგილზე მყოფი გარდაცვლილის მეუღლის სიცოცხლესა და ჯანმრთელობასაც.
ადგილობრივების ცნობით, ბრალდებულები და მოკლული მეგობრები იყვნენ, თუმცა მათ შორის წარსულში არსებული კონფლიქტის გამო, თავდამსხმელებმა ჩოხელი მძინარე მდგომარეობაში ჩაცხრილეს. მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთი ბრალდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ახალი გამოსულია და ის წარსულშიც მკვლელობისთვის იყო ნასამართლევი.
მათ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით, ისეთი საშუალებით, რაც საფრთხეს უქმნის სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
