ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 43 წლის ქალის განზრახ მკვლელობის ბრალდებით მისი ქმარი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული 1970 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.გ.-ია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 იანვარს, დმანისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა მეუღლე - 1983 წელს დაბადებული ე.ა. ბრალდებული თავად შეეცადა დაჭრილი კლინიკაში გადაეყვანა თუმცა, მიღებული დაზიანებების შედეგად ე.ა. გარდაიცვალა“, - განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
უწყების ცნობით, ბრალდებული პოლიციაში თავად გამოცხადდა და დანაშაული აღიარა. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად არის ამოღებული.
დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით წარედგინება, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობად გულისხმობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
