თბილისში, დიდ დიღომში, 12 წლის გოგო, რომელიც 16 მარტს, საღამოს სახლიდან სასეირნოდ გავიდა, გარდაცვლილი იპოვეს. ბავშვს ოჯახის წევრები და სამართალდამცავები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
არასრულწლოვანი გოგო ბოლოს პეტრიწის ქუჩის მიმდებარედ, სკვერში ნახეს. რამდენიმე საათის შემდეგ კი მოშორებით უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა, თუმცა გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ბავშვს დაზიანება ყელის არეში აღენიშნება. გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
ეს ბოლო ერთ კვირაში, საფრთხის შემცველ გარემოში ბავშვის გარდაცვალების მეორე შემთხვევაა. 12 მარტს, ძლიერი ქარის გამო ბათუმის ბულვარში მდებარე ე.წ. ბატუტი გადაბრუნდა, რა დროსაც კონსტრუქციაზე მყოფი ორი მცირეწლოვანი ძმა დაშავდა. ერთ-ერთი, 8 წლის ბავშვი მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბატუტის მფლობელი 65 წლის ედუარდ აბრამიანი დააკავეს. პროკურატურა ბრალდებულს ბულვარში განთავსებული აღნიშნული ე.წ. ბატუტის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას ედავება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ აბრამიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
