დიდ ბრიტანეთში ოპოზიციურმა ლეიბორისტულმა პარტიამ პარლამენტის ვადამდელ არჩევნებში გაიმარჯვა და მანდატების აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა. წინასწარი მონაცემებით, ლეიბორისტებმა 650 მანდატიდან 412 მიიღეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
კონსერვატიულმა პარტიამ, რომელსაც პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი ხელმძღვანელობს, ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა მე-20 საუკუნის დაწყების შემდეგ - მას მხოლოდ 121 ადგილი ერგო.
ეს კონსერვატორების 14 წლიანი მმართველობის დასასრულს ნიშნავს. ახალი პრემიერ-მინისტრი ლეიბორისტების ლიდერი კირ სტარმერი იქნება.
„ჩვენ ეს გავაკეთეთ. ცვლილებები ახლა იწყება. ჩვენ ვთქვით, რომ დავასრულებდით ქაოსს და ჩვენ ამას გავაკეთებთ. ჩვენ ვთქვით, რომ გადავფურცლავდით გვერდს და ეს გავაკეთეთ. დღეს ჩვენ ვიწყებთ შემდეგ თავს, ვიწყებთ საქმეს, რომელიც ცვლილებებს მოიტანს. ვიწყებთ ეროვნული განახლების მისიას და ჩვენი ქვეყნის აღდგენას“, - განაცხადა სტარმერმა გამარჯვების შემდეგ.
ხმების დათვლა თითქმის ყველა ოლქში უკვე დასრულებულია. წინასწარი შედეგების მიხედვით, 71 მანდატი მიიღეს ლიბერალ-დემოკრატებმა, 9 მანდატი - შოტლანდიის ეროვნულმა პარტიამ, 7 მანდატი - ირლანდიის რესპუბლიკური პარტიამ, ხოლო სხვა პარტიებზე 28 მანდატი მოდის.
რიში სუნაკმა პარლამენტის ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება თვენახევრის წინ მიიღო.
ბოლო წლების გამოკითხვები აჩვენებდა, რომ მმართველი პარტია ოპოზიციას რეიტინგით ჩამორჩებოდა, რის მიზეზადაც ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება და ცხოვრების დონის დაცემა სახელდება, თუმცა მას ჰქონდა უმრავლესობა პარლამენტში. მომდევნო საპარლამენტო არჩევნები 2025 წლის იანვარში უნდა ჩატარებულიყო.
