საქართველოს არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო არის ტესტი ევროკავშირისთვის, შეძლებს თუ არა ის, იყოს დემოკრატიული ღირებულებების ერთგული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 5 გოცირიძე: ამ მასშტაბის ფულის გათეთრება ვერ ხერხდება ხელისუფლების მფარველობის გარეშე
- 6 რუსთავის ქარხნებთან მტვერში ტყვია, კადმიუმი და ქრომი ნორმაზე 24-ჯერ, 26-ჯერ და 30-ჯერ მეტია – კვლევა
„მინდა მოვუწოდო ყველა უცხოელ აქტორს, რომ აღიარონ დემოკრატია.
დღეს საქართველო ევროკავშირისთვისაც არის ტესტი და უნდა ვნახოთ, შეეძლებს თუ არა ევროკავშირი ჩააბაროს ეს ტესტი, რომ ის ერთგული არის დემოკრატიული ღირებულებებისა და სხვა ქვეყნის ხალხის სუვერენიტეტისა.
სამწუხაროდ, ზოგიერთი წარმომადგენლისგან ჩვენ ვხედავთ, რომ საკუთარ ქვეყანაში გულისხმობს ხალხის ნების გატარებას, ხოლო სხვა ქვეყანაში - საკუთარი ნების მოხვევას სხვა ქვეყნის ხალხებზე. ამიტომ ჩემი მოწოდებაა ყველას მიმართ, აღიარონ ქართველი ხალხის ნება, აღიარონ დემოკრატია, ეს არის ტესტი ევროკავშირისთვის: დარჩება ის ერთგული ევროკავშირის ფასეულობებისა თუ აირჩევს იმ გზას, რომელსაც ზოგიერთი ქვეყანა ადგას, მათ შორის, ჩვენს ჩრდილოეთ სამეზობლოში, რომელიც ცდილობს, სხვა ხალხებს მოახვიოს საკუთარი ნება და მიჰყვება არა დემოკრატიის, არამედ სხვა ქვეყნებში მართული დემოკრატიის გზას“, - უთხრა დღეს პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ერთადერთი მოწოდება, რაც დღეს უნდა ისმოდეს ჭეშმარიტი ევროპელებისგან, არის მოწოდება ოთხი პარტიის მიმართ, „საკუთარი მანდატი მიიღონ და განახორციელონ საკუთარი ამომრჩევლების ნება პარლამენტის კედლებს შიგნით“.
26 ოქტომბრის საპარლამენტო აჩევნების ოფიციალურ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ შედეგებს, რომლის მიხედვითაც „ქართულმა ოცნებამ“ 89 საპარლამენტო მანდატი მოიპოვა, ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური პარტიიდან არცერთი არ აღიარებს. ისინი მიიჩნევენ, რომ არჩევნების „ტოტალურად გაყალბების“ გამოძიებაა საჭირო და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
არჩევნების სადავო შედეგების გამოძიების მოწოდებით გამოვიდნენ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირიც. ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნიდან „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება მხოლოდ უნგრეთმა მიულოცა.
არჩევნებიდან დაახლოებით ერთ თვეში, 28 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
