საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის პარლამენტს სიტყვით მიმართა. მისი განცხადებით, საქართველო დღეს ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგას, რადგან „ქართული ოცნება“ მას უკან, რუსულ ბატონობასა და ქვეყნის მართვის რუსულ მოდელში აბრუნებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 2024 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის ჩინური კომპანია დარეგისტრირდა
- 2 ზურაბ ჯაფარიძე დააპატიმრეს „ქართული ოცნების“ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო
- 3 ნენსკრას, ხუდონის, ნამახვანის ჰესების მიმართულებით მუშაობა დაწყებულია - კობახიძე
- 4 კრიტიკული არხების ცენზურა - „ქართული ოცნება“ ტვ პირველს და ფორმულას უჩივის
- 5 „ქართული ოცნების“ დროშის დაწვის შემდეგ აქციის მონაწილე უჩა ქემაშვილი დააკავეს
- 6 ტრამპი ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - ყაველაშვილის პრესსამსახური
„რუსული კოშმარი, რომელიც დამოუკიდებლობის დღიდან ისტორიის ნაწილი გვეგონა, 21-ე საუკუნეში გვიბრუნდება.
დღეს ჩვენ ვართ რეპრესიების ქვეშ მყოფი ერი. უდანაშაულო ადამიანებს, ჟურნალისტებს, მსახიობებს, სტუდენტებს, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს და პოლიტიკურ ლიდერებს მიათრევენ პოლიციის განყოფილებებში, ტყუილად ადანაშაულებენ და სჯიან შეთითხნილი ბრალდებებით“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა სინდისის პატიმრებზე, მათ შორის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დაპატიმრებაზე და თქვა, რომ „დღევანდელ საქართველოში დემოკრატიის მიმართ რწმენა უკვე საკმარისია იმისთვის, რომ ციხეში ჩაგსვან“.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს, ვინც საკუთარ ქვეყანას და მოსახლეობას უნდა ემსახურებოდნენ, გამოთქმული აზრის გამო სამეურვეო საბჭო წევრები საჯაროდ ადანაშაულებენ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, რაც გენერალურმა პროკურორმა უნდა გამოიძიოს. უცებ, 1937 წელი ძალიან ახლოს გეჩვენება“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
მეხუთე პრეზიდენტის თქმით, საქართველოში რეპრესიებს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ფინანსური ხასიათიც აქვს. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ამ მიზნით იქნა შემოღებული ახალი დრაკონული კანონები, მშვიდობიანი აქციების მონაწილეებს დიდი ოდენობის ჯარიმები ემუქრებათ და დაყადაღებულია ხალხის მიერ შექმნილი სოლიდარობის ფონდები.
„დღეს, როცა საქართველოს წინაშე დგას ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული საფრთხე მისი დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის, მე მოვედი აქ არა მხოლოდ იმისთვის, რომ მადლობა გადაგიხადოთ, არამედ იმისთვისაც, რომ მოგიწოდოთ მოქმედებისკენ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, ევროკავშირის მხრიდან სანქციების დაწესების საკითხი მნიშვნელოვანია, მაგრამ ამას მხოლოდ დასჯის სახე არ უნდა ჰქონდეს, არამედ „უნდა ჩამოყალიბდეს პოლიტიკურ სტრატეგიაში, რაც მათ „რეალური პირობითობის პოლიტიკის ნაწილად აქცევს და ახალი არჩევნების მოთხოვნასთან დააკავშირებს“.
სალომე ზურაბიშვილმა ბალტიის ქვეყნებში ვიზიტი ლიეტუვიდან დაიწყო, სადაც ის ქვეყნის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას, სეიმის თავმჯდომარეს, საულიუს სკვერნელისს და ცალკეულ დეპუტატებს შეხვდა.
