ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის მოადგილედ პარლამენტის წევრი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ცაგარეიშვილი დაინიშნა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 3 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 4 ნათესავებმა თბილისში იპოვეს ჩეჩნეთიდან ოჯახში ძალადობას გამოქცეული ქალი და მისი წაყვანა სცადეს
- 5 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 6 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
ცაგარეიშვილი ერთ-ერთია იმ 84 დეპუტატს შორის, რომელმაც ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის მიღებას მხარი დაუჭირა.
გია ცაგარეიშვილი, 2004-2016 წლებში, მე-6, მე-7 და მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, 2017-2018 წლებში კი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გია ცაგარეიშვილი „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში 65-ე იყო. არჩევნების შედეგად „ქართულმა ოცნებამ“ 60 პროპორციული მანდატი მოიპოვა, რის გამოც ის მე-10 მოწვევის პარლამენტში ვერ მოხვდა. გია ცაგარეიშვილი საკანონმდებლო ორგანოში 2022 წელს შევიდა და გამოკლებული წევრის, კახა კუჭავას ადგილმონაცვლე გახდა.
ცაგარეიშვილს არჩილ გორდულაძე ჩაანაცვლებს, 26 ოქტომბერს კი საქართველოს მოსახლეობა მე-11 მოწვევის პარლამენტს აირჩევს.
