არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ მარნეულის ოლქში საპარლამენტო არჩევნების შედეგები უნდა გაუქმდეს იქ დაფიქსირებული დარღვევების გამო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 5 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
- 6 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
„ჩვენ რომ დემოკრატია ვიყოთ, მარნეულის, როგორც საარჩევნო ოლქის შედეგები, მთლიანად გაუქმებული იქნებოდა. რატომ? იმიტომ, რომ, როდესაც დადასტურებული ფაქტები გაქვს რამდენიმე უბნიდან ბიულეტენების ჩაყრის, უბანში ცემა-ტყეპის და ა.შ. - აღარ გავაგრძელებ იმ საშინელებებს, რასაც მთელი დღე უყურებდა ქართველი მაყურებელი და შემდეგ ხმები მოდის 90%-ით, აქ პრეზუმფცია იმის, რომ არჩევნები გაყალბდა არის ძალიან მაღალი.
ნებისმიერი დემოკრატიული მმართველი ამ კითხვების, ამ პრეზუმფციის გამო საკუთარ ლეგიტიმაციას არ დააყენებდა ეჭვქვეშ. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ ასე არ მოიქცევა, „ქართულ ოცნებას“ ეს არ აღელვებს.
დამკვირვებლის ფუნქცია და მოვალეობა არ არის, ყველა კონკრეტული დარღვევა დაადასტუროს. დამკვირვებლების მოვალეობაა, აჩვენონ ტენდენცია. მარნეულში ძალადობის, საარჩევნო ბიულეტენების ჩაყრის და არჩევნების ყველაზე უფრო უხეში მეთოდებით გაყალბების ტენდენცია დადასტურებულია ფაქტებით, ვიდეო მტკიცებულებებით. ის, რომ მარნეულის ოლქი მთლიანად გასაუქმებელია, არ შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქში სულ 81 საარჩევნო უბანია, საიდანაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამ დროისთვის 42-ის დათვლის შედეგები აქვს გამოქვეყნებული. წინასწარი მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნულ ოლქში 16 824 ხმა (78.738%) მიიღო.
