სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკამ და ნიკარაგუამ უვიზო მიმოსვლის შესახებ „შეთანხმებას“ მოაწერეს ხელი. დოკუმენტი რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში 27 თებერვალს გაფორმდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი სუიციდის ვერსიას უარყოფს
- 5 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 6 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მხრიდან ე.წ. შეთანხმებას ხელი დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, ახსარ ჯიოევმა მოაწერა, ხოლო ნიკარარაგუის მხრიდან - სამხრეთ ოსეთში ელჩმა, ალბა აზუცენა ტორეს მეხიამ.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, მოსკოვში შეხვედრის დროს „განხილული იქნა ორ მეგობარ ქვეყანას შორის ურთიერთობების ასპექტები და მათი გაძლიერებისა და განვითარების გზები, ასევე მიმდინარე საერთაშორისო მოვლენები“.
„მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მთავრობასა და ნიკარაგუის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური, ოფიციალური, სამსახურებრივი და უცხოური პასპორტების მფლობელთათვის სავიზო ფორმალობებზე ორმხრივად უარის თქმის შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.
ალბა აზუცენა ტორეს მეხია ნიკარაგუის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია რუსეთის ფედერაციაში, ბელარუსში, ყაზახეთში, მონღოლეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში, ასევე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებში.
ნიკარაგუა - ცენტრალური ამერიკის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა - რუსეთის შემდეგ პირველი იყო, რომელმაც 2008 წელს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. ამის გამო საქართველოს ნიკარაგუასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს.
