რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია ე.წ. პრეზიდენტის არჩევნებისთვის თურქეთში კენჭისყრას ვერ ჩაატარებს. ვადამდელი არჩევნები ხვალ, 15 თებერვალს გაიმართება. დე ფაქტო ხელისუფლება „საზღვარგარეთის უბნებს“ მოსკოვსა და ჩერკესკში გახსნის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
- 6 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
თურქეთში „საარჩევნო უბნის“ გახსნა ქალაქ საქარიაში იგეგმებოდა.
„გადაწყვეტილება მიღებული იქნა საარჩევნო უბნის გახსნის შეუძლებლობასთან დაკავშირებით თურქეთში რესპუბლიკის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, იბრაჰიმ ავიძბას წერილის საფუძველზე. საუბნო კომისია დაიშლება“, - განაცხადეს ე.წ. ცესკოში.
აფხაზური Telegram-არხი AMPA-life წერს, რომ „აფხაზეთის დიასპორას“ კენჭისყრის ჩატარება თურქეთის ხელისუფლებამ აუკრძალა, „მათ შორის, საქართველოს მხრიდან ზეწოლის გამო, რომლის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცოტა ხნის წინ მას შესაბამისი ნოტა გაუგზავნა“.
AMPA-life-ის ინფორმაციით, „თურქეთში აფხაზეთის წარმომადგენელი გააფრთხილეს წარმომადგენლობის შესაძლო დახურვის შესახებ იმ შემთხვევაში, რომ საარჩევნო უბნების გახსნაზე დაწესებული აკრძალვა დაირღვევა“.
ე.წ. ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ხუთი კანდიდატი მონაწილეობს:
- ბადრა გუნბა – დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი;
- ადგურ არძინბა – „აფხაზეთის სახალხო მოძრაობის“ ლიდერი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი;
- ოლეგ ბარციცი – აფხაზეთის ყოფილი სავაჭრო წარმომადგენელი მოსკოვში;
- რობერტ არშბა – კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი;
- ადგურ ხურუმალი – „შავი ზღვის განვითარების ბანკის“ გამგეობის თავმჯდომარე.
დე ფაქტო აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, აფხაზეთის ტერიტორიაზე 152 საარჩევნო უბანი გაიხსნება. საერთო სიაში რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა დაახლოებით 135 ათასს შეადგენს.
საქართველოს ხელისუფლება და საერთაშორისო თანამეგობრობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს.
