ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება სირიასთან პირდაპირი საჰაერო და საზღვაო კავშირების დამყარებას განიხილავს. ე.წ. ეკონომიკის მინისტრის, თეიმურაზ მიქვაბიას თქმით, სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების საკითხზე ორივე მხარე მუშაობს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
როგორც მიქვაბიამ აღნიშნა, აგვისტოში, დამასკოს ყოველწლიური, 62-ე საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში, „აფხაზეთის დელეგაციის“ წევრები სირიის ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრს, კულტურისა და ტურიზმის მინისტრებს შეხვდნენ.
„უკვე ხელი მოვაწერეთ არაერთ შეთანხმებას მთავრობისა და უწყებების დონეზე და ასევე ვმუშაობთ ჩვენს კოლეგებთან სატრანსპორტო და ლოჯისტიკური კავშირების საკითხზე.
მომავალში, ჩვენ აუცილებლად დავაყენებთ საჰაერო მიმოსვლის საკითხს, რადგან დამასკოში აეროპორტი მუშაობს. მგონია, რომ ჩვენს პორტებსა და სირიის პორტებს შორის პირდაპირი საზღვაო მიმოსვლის შესაძლებლობა სასარგებლო იქნებოდა როგორც ჩვენთვის, ასევე სირიული მხარისთვის“, - განაცხადა დე ფაქტო მინისტრმა.
აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის (ე.წ. სამხრეთ ოსეთის) „დამოუკიდებლობა“ სირიის არაბთა რესპუბლიკამ 2018 წელს აღიარა და მათთან „დიპლომატიური ურთიერთობები“ დაამყარა.
2025 წლის იანვარში, მას შემდეგ, რაც ასადის რეჟიმი დაემხო, ოთხმა ქართულმა ოპოზიციურმა პარტიამ სირიის დროებით პრეზიდენტს, აჰმედ ალ-შარას აღიარების გაუქმების მოთხოვნით მიმართა.
