ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, ხელი მოაწეროს ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტს და აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიაროს. ასე გამოეხმაურა დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ გაეროში გაკეთებულ განცხადებებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 2 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 3 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 4 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 5 მასობრივი ცენზურა - დევნა Facebook-ის სტატუსებისთვის
- 6 სალომე ზურაბიშვილი 5 000 ლარით დააჯარიმეს გზის გადაკეტვისთვის
„კიდევ ერთხელ მოვისმინეთ საქართველოს ხელმძღვანელობის განმეორებითი რიტორიკა ერთი და იგივე მითიური ტერმინებით. მიგვაჩნია, რომ თუ საქართველოს ხელმძღვანელობა იგივე სულისკვეთებით გააგრძელებს, წარსულის დაძლევაში დადებით შედეგებს ვერ მივაღწევთ.
ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს, ხელი მოაწეროს იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტს ძალის გამოუყენებლობის შესახებ და აღიაროს აფხაზეთის რესპუბლიკა სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 25 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მაცხოვრებლებს მიმართა და თქვა, რომ საოკუპაციო ხაზის ამ მხარეს მათ ყოველთვის გულღიად მიიღებენ.
„მინდა, ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და მივმართო ჩვენს ხალხს საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. ჩვენი ყველა ნაბიჯი მიმართულია იმისკენ, რომ დავეხმაროთ ჩვენს ხალხს და ერთ დღეს ჩვენ, ჩვენს შვილებთან ერთად, შევძლოთ ერთად ცხოვრება ბედნიერ, გაერთიანებულ და განვითარებულ საქართველოში. საოკუპაციო ხაზის ამ მხარეს ჩვენ ყოველთვის გულღიად მიგიღებთ. ჩვენ უნდა აღვადგინოთ ყველა დანგრეული ხიდი ჩვენს ქვეყანაში“, - თქვა კობახიძემ.
საქართველოს მთავრობის მეთაურს ოკუპირებულ ცხინვალშიც მყისიერად უპასუხეს. ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მათთვის კვლავ საკვანძო საკითხად რჩება მიერ „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის ხელმოწერა“. ამასთან, ცხინვალში ხაზს უსვამენ, რომ აუციელებელია იმ გეოპოლიტიკური რეალობის აღიარება, რომელიც რეგიონში 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გაჩნდა.
