ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ საქართველოს ხელისუფლება 26 ოქტომბერის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ იპოვის ძალას ბოდიში მოიხადოს იმის გამო, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ოსი დები და ძმები „ცეცხლის ალში გახვია“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 3 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 4 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 5 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 6 „სამედიცინო დახმარება თუ გინდა, სხვა ქვეყნებიც არის“ - კობახიძე უვიზოს შესაძლო შეჩერებაზე
„მიუხედავად იმისა, რომ ეს განცხადება აფხაზეთის რესპუბლიკას პირდაპირ არ ეხება, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ასეთი განცხადება - თუ ის გამყარებულია შერიგებისკენ მიმართული ნაბიჯებით, რომლებიც ეფუძნება წარსული შეცდომების გადაფასებას და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხისადმი ბოდიშის მოხდას, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმას და სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას - შეიძლება გახდეს მშვიდობიანი არსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი“, - ნათქვამია ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
დე ფაქტო ხელისუფლების შეფასებით, ივანიშვილის განცხადება აჩვენებს, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს შიდა გადაფასების და საკუთარი შეცდომების აღიარების რესურსი.
„იმედი ვიქონიებთ, რომ ბატონი ივანიშვილი იქნება უფრო გულწრფელი თავის განზრახვებში და აფხაზ ხალხთან მიმართებაში იპოვის სწორ სიტყვებს, რომლებიც ამჯერად არ ასცდება საქმეს და დასრულდება იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის ხელმოწერით აფხაზეთსა და საქართველოსა და სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის საერთაშორისო გარანტიების შესახებ“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
ბიძინა ივანიშვილმა ბოდიშის მოხდის შესახებ განცხადება 14 სექტემბერს, გორში, წინასაარჩევნო შეხვედრაზე გააკეთა.
მმართველი პარტიის ლიდერის განცხადებას „მოღალატეობრივი“ უწოდეს ოპოზიციაში. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებით, ამით „ქართული ოცნება“ ემსახურება მხოლოდ რუსეთის ინტერესებს, ძირს უთხრის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას და ვნებს საქართველოს ეროვნულ ინტერესს.
