დანიის თავდაცვის სამინისტრო ახალ ოთხწლიან პროექტს იწყებს საქართველოში მშვიდობისა და სტაბილიზაციის მხარდასაჭერად. პროექტი 27,12 მილიონ ლარს გამოყოფს საქართველოს თავდაცვისა და სასწრაფო დახმარების დაწესებულებების მომზადებისა და გაძლიერებისთვის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 3 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
- 4 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 5 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 6 კალაძე შენობების ფასადების „ვანდალურად მოხატვისთვის“ კანონის გამკაცრებას ითხოვს
„ევროპაში ომის დროს ჩვენი უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ წვლილი შევიტანოთ ისეთი ქვეყნების უსაფრთხოების სტაბილიზაციაში, როგორიც საქართველოა, რომელიც ესაზღვრება რუსეთს. დანია უკვე მნიშვნელოვნად უჭერს მხარს უკრაინის განმათავისუფლებელ ომს, როგორც სამხედრო, ასევე, ფინანსური თვალსაზრისით. საქართველოსთვის ჩვენი ახალი წვლილით მხარს ვუჭერთ უსაფრთხოების განმტკიცებას ევროპის გარე საზღვარზე“, - განაცხადა დანიის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ტროელს ლუნდ პულსენმა.
მშვიდობისა და სტაბილიზაციის ახალი პროგრამა წარმოადგენს დანიის მხრიდან ნატოს მხარდაჭერის გაძლიერებასა და გაგრძელებას საქართველოში, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ფოკუსირებულია საქართველოს სამოქალაქო კრიზისების მართვის შესაძლებლობების განვითარებაზე. დანიამ ასევე შეიტანა წვლილი ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის საქმიანობის განვითარებაში.
„უკრაინის ომმა ხაზი გაუსვა რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტის, მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას. ეს ეხება საქართველოსაც, სადაც რეგიონული სტაბილურობის გაძლიერება გადამწყვეტია რუსული აგრესიის დასაპირისპირებლად“, - ამბობს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ტროელს ლუნდ პულსენი.
