საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისართან, მაიკლ ო’ფლაერტთან გამართული შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საპროტესტო აქციების შედეგად დაკავებული პირების, პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელისა და პოლიტიკოსების მდგომარეობა იყო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 3 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 4 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
- 5 „პოლიციელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“ – შს მინისტრის მოადგილე გორში ძალადობაზე
- 6 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, საუბარი შეეხებოდა ადამიანის უფლებების მდგომარეობას საქართველოში. აინტერესებდა, მე, როგორც სახალხო დამცველი, რა პროცესებში ვარ ჩართული და ის ანგარიში, რომელიც პარლამენტში წარვადგინე - საუბარი სწორედ ამ ანგარიშის ირგვლივ გვქონდა. რამდენიმე საკითხს გაესვა ხაზი, მათ შორის, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას.
ასევე, ვისაუბრეთ პროტესტის შედეგად დაკავებული იმ ადამიანების მდგომარეობაზე, რომლებიც ახლა საპატიმროებში არიან. ამავე დროს, დაისვა შეკითხვები: არიან თუ არა პასუხისგებაში მიცემული ის პირები, რომლებიც, შესაძლოა, ადამიანების ცემაში იყვნენ დამნაშავეები.
ასევე, ერთ-ერთი საკითხი იყო საქართველოში ორგანიზაციების ზოგადი მდგომარეობა და პარლამენტის მიერ საკანონმდებლო სისტემაში მიღებული ბოლო ცვლილებები.
საუბარი გვქონდა ყველაფერზე, მათ შორის, დაკავებულ პოლიტიკოსებზეც. კომისარი დაინტერესდა მათი, მათ შორის ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მდგომარეობითა და საპატიმროში მისი ჯანმრთელობის სტატუსით. ყველაფერზე მივაწოდეთ ინფორმაცია, რაშიც ჩართულები ვართ და რის ირგვლივაც გვიმუშავია.
საუბრის ერთ-ერთი თემა იყო „გრანტების შესახებ“ კანონში, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და სხვა კანონებში შესული ცვლილებები.
კარგი შეხვედრა იყო და იმედი მაქვს, რომ ჩვენი პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც ორი წელია მაკავშირებს, გაგრძელდება. შარშანაც იყო ჩამოსული, წელსაც ჩამოვიდა და ვფიქრობ, ეს სწორია. ადამიანის უფლებების მდგომარეობა არა მარტო საქართველოში, არამედ ზოგადად მისთვის მნიშვნელოვანია; ის აქედან სხვა ქვეყნებში მიდის. მოხარული ვარ მისი ჩამოსვლით, რადგან, როდესაც სტრასბურგში ჩავდივარ, ყოველთვის ვცდილობ შევხვდე და იმ საკითხებზე ვისაუბროთ, რომლებიც ჩვენთვის საერთოა“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
სახალხო დამცველთან შეხვედრამდე ევროპის საბჭოს კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
