რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის განცხადებით, ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში, დასავლეთი საქართველოში ვითარების ესკალაციას ცდილობს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 4 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 5 რუსთავში დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის ბრალდებული უცხოელი
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
„არ გამოვრიცხავთ, რომ მიზანია მცდელობა, ხელისუფლება „მაიდნის“ სცენარის განხორციელებით შეიცვალოს, რუსეთის საზღვრებთან დაძაბულობის კიდევ ერთი კერის შექმნის იმედით“, - განუცხადა გალუზინმა რუსულ მედიას.
ის ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის მიღებასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ დასავლეთი სუვერენულ სახელმწიფოზე, ზეწოლას ახორციელებს: „ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან წამოვიდა თვალთმაქცური ბრალდებები „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის“, „ევროპულ“ და „ევროატლანტიკურ“ ღირებულებებთან შეუსაბამობის შესახებ, ასევე, პერსონალური სანქციების გამოყენების, საქართველოს „ევროატლანტიკური პერსპექტივის“ დაბლოკვის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევისა და ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მუქარები“.
„ქართული ოცნების“ ლიდერების მსგავსად, მიხაილ გალუზინმაც „დამოუკიდებელი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევაში“ დაადანაშაულა ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები იმის გამო, რომ ისინი თბილისში, რუსული კანონის საწინააღდეგო აქციაზე მივიდნენ.
„ჩვენი მხრივ დაინტერესებული ვართ საქართველოს სტაბილური დემოკრატიული განვითარებით. ამავდროულად, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირისგან განსხვავებით, სუვერენული სახელმწიფოების საშინაო საქმეებში არ ვერევით“, - აღნიშნა რუსმა დიპლომატმა.
„ქართულმა ოცნებამ“ მასობრივი საპროტესტო აქციების, ასევე, ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის კრიტიკული სამართლებრივი დასკვნების, ევროკავშირის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და სხვა პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად, 28 მაისს, საბოლოოდ მაინც მიიღო ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლება კანონის მხარდამჭერი და ანტიდასავლური განცხადებები არაერთხელ გააკეთეს. მათი და „ქართული ოცნების“ ლიდერების გზავნილები თანხვედრაშია.
